Apple WWDC 2015 რა ხდებოდა Apple-ის კონფერენციაზე

Apple WWDC 2015-ის კონფერენციაზე როგორც მოსალოდნელი იყო ძირითადი ყურადღება დაეთმო ოპერაციულ სისტემებს შემდეგი პროდუქტებისთვის: Mac, iPhone, iPad და Apple Watch. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონფერენციაზე არ იყო წარმოდგენილი ახალი მოწყობილობები, ვფიქრობ ნებისმიერი Apple-ის პროდუქციის მომხმარებელი იპოვის თავისთვის რაიმე საინტერესოს.

OS X

ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია MAC-ის კომპიუტერებისთვის გახლავთ OS X 10.11. კომპანიის განცხადებით, ფუნქციონალში წარმოდგენილი სხვადასხვა გაუმჯობესებები მოხმარების გამარტივებასა და წარმადობაში დაფუძნებულია მიმდინარე Yosemite ვერსიაზე. ამ ვერსიას კომპანიამ EL Capitan დაარქ��ა.

საძიებო სისტემა Spotlight-მა მიიღო არამარტო ეკრანზე გადაადგილების ინოვაციური შესაძლებლობა, არამედ ხმოვანი ასისტენტის ფუნქცია, როგორც Siri iOS-ში. ამიერიდან მას არამარტო დოკუმენტების მოძებნა შეუძლია მითითებული შინაარსის და თეგების მიხედვით, არამედ ესმის „ადამიანურ ენაზე“ გამოთქმული მოთხოვნები.

თქვენ შეგიძლიათ მას სთხოვოთ მოგიძებნოთ წინა თვეში შექმნილი დოკუმენტები, ასევე პროგნოზი მომავალი დღეების ამინდის შესახებ, სასურველი ვიდეო პოპულარული ვებ-სერვისებიდან, კონკრტული ფეხბურთის მატჩის ანგარიში და სხვა.

შესაბამისად იგივენაირად შეგიძლიათ განახორციელოთ ძებნა როგორც Finder ფანჯარაში ასევე საფოსტო კლიენტ Mail-ში, რომელშიც მაგალითად ხმოვანი ბრძანებით შეგიძლიათ გამოატანინოთ წაუკითხავი წერილები.

ვებ-ბრაუზერმა Safari-მ ჩანართების მექანიზმთან და Top Sites-ებთან ერთად მიიღო ხშირად გამოყენებულ საიტებთან მუშაობის დამატებითი ფუნქცია. ასევე ახალ Safari-ს AirPlay-სთან მუშაობის უფრო კარგი მხარდაჭერა აქვს.

გარდა ამ გაუმჯობესებებისა OS X El Capitan გაუმჯობესდა წარმადობის მხრივ. კომპანიის თქმით ახალი ოპერაციული სისტემაზე აპლიკაციების გაშვება 1,4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება ვიდრე აქამდე. ხოლო PDF ფაილის გახსნა Preview-ში 4 ჯერ უფრო სწრაფად ხდება.

კიდევ ერთი დიდი სიახლე ეხება გრაფიკულ ტექნოლოგიას Metal, რომლის დებიუტი იყო შარშან iOS-ში. Api Metal-ის გამოყენებით დეველოპერებს თითქმის სრული წვდომა ეძლევათ გრაფიკულ პროცესორზე, რომლის შედეგადაც გრაფიკული გამოსახულების გამოსახვის სისწრაფე 10 ჯერ იზრდება. გარდა ამისა კომპანია Adobe-მ რომელმაც Api Metal-ის იმპლემენტირება მოახდინა იტყობინება After Effect-ში რენდერინგის აჩქარებას 8 ჯერ.

ამ ოპერაციული სისტემის საფინალო ვერსია გამოვა ამ წლის შემოდგომაზე უფასო განახლების გზით, მანამდ ეკი მისი საჯარო ტესტირება დაიწყება მომავალი თვიდან. ახალი ოსის გამოყენება შესაძლებელია ყველა მოწყობილობაზე რომელზეც Yosemite დგება.

iOS

მობილური ოპერაციული სისტემის ახალმა ვერსიამ iOS 9-მ ბევრი ახალი გაუმჯობესება მოიტანა. მნიშვნელოვნად „დაჭკვიანდა“  ხმოვანი ასისტენტი Siri, გაუმჯობესებული ინტერფეისი iPad-ისთვის და სხვა.

Siri არამარტო კითვებზე პასუხობს არამედ მუდმივად თვალყურს ადევნებს საკუთარ პატრონს და მის ჩვევებს. მაგალითად უკვე შესაძლებელია სთხოვოთ Siri-ს შეგახსენოთ რომელიმე შესასრულებელი ქმედების შესახებ, ვიდრე შექმნათ კონკრეტული Event-ი ამისთვის კალენდარში.

ასევე, ყურსასმენების ტელეფონში შეერთებისას სისტემა ბლოკირებულ ეკრანზე გამოგიტანთ მუსიკალური პლეერს იმ მდგომარეობაში, რომელშიც დატოვა მომხმარებელმა. Siri-ს უკვე უფრო მეტად ესმის ადამიანური ენა ვიდრე ადრე, მაგალითად შეგიძლიათ მისცეთ ასეთი ბრძანება:“ მომიძებნე სურათები რომლებიც შარშან კურორტზე გადავიღე“.

რუკის ყველაზე დიდი სიახლე ის გახლავთ, რომ შესაძლებელი გახდა ტრანზიტული გზების დათვალიერება სხვადასხვა ფორმით გადაადგილებისას, იქნება ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,  ფეხით სიარული თუ სხვა. რუკაზე სხვადასხვა დაწესებულებების დათვალიერებისას სისტემა გაჩვენებთ თუ რომელ მათგანშია შესაძლებელი გადახდა Apple Pay-ის მეშვეობით.

ასევე Split View რეჟიმში შესაძლებელია ეკრანის გაყოფა ორ აპლიკაციას შორის. ხოლო Picture in Picture რეჟიმში შეგიძლიათ სხვა აპლიკაციაზე ზემოდან ვიდეოს ყურება. iOS 9-ში განხორციელებულმა შიდა ცვლილებებმა მის ავტონომიურობაზეც იმოქმედა დადებითად და სისტემის მუშაობის ხანგრძლივობა ერთი საათით გაიზარდა.

მაგალითად ახალი შეტყობინების მიღებისას ეკრანი არ განათდება ავტომატურად თუ ტელეფონი ჯიბეში გიდევთ ან ამოტრიალებულად მაგიდაზე და ამით ენერგია დაიზოგება. iOS 9 იმუშავებს ყველა მოწყობილობაზე დაწყებული iPhone 4-დან და iPad 2-დან.

watchOS

ამიერიდან ზუსტად ასე ჰქვია ოპერაციულ სისტემას რომელზეც Apple Watch მუშაობს. ჯერჯერობით აპლიკაციები სმარტ-საათისთვის თვით საათში ვერ მუშაობს, მათი გაშვება iPhone-დან ხდება. watchOS 2 საშუალებას მისცემს დეველოპერებს შექმნან ისეთი აპლიკაციები, რომელთა გაშვება თვითონ საათში იქნება შესაძლებელი, რომელიც გამოიყენებს მიკროფონს, დინამიკს, სენსორებს და ყველა სხვა ატრიბუტს რომელიც საათს აქვს.

ამ ყველაფრის გარდა Apple-მა ორი დიდი ანონსი გააკეთა. პირველი ეს არის მუსიკალური სერვისი Apple Music, ეს სერვისი ჯიმი აიოვინის ხელმძღვანელობით შეიქმნა, რომელიც Apple-ის ვიცე პრეზიდენტი გახდა მას მერე რაც Apple-მა Beats-ის შეიძინა.

თვეში 9.99$-ად მომხმარებელს ეძლევა განუსაზღვრელი წვდომა მუსიკალურ ბიბლიოთეკაზე. ამ სერვისის შემქმნელის აზრით Apple Music  აერთიანებს მუსიკის მოყვარულ ადამიანთა საჭიროებებს. ასევე მნიშვნელოვანია რომ Apple Music ხელმისაწვდომი იქნება Android სისტემებისთვისაც.

შემდეგი ანონსი ეხება პროგამირების ენა Swift-ს, რომელიც Apple-მა შეიმუშავა iOS და OS X-ისთვის აპლიკაციების დასაწერად. კომპანიის თქმით Swift-მა თავისი მოკლე დროის არსებობის მანძილზე უკვე დაამტკიცა მისი უნარიანობა ამიტომ კომპანიაში სჯერად რომ მომავალშიის გახდება iOS სისტემებისთვის აპლიკაციების შექმნის ძირითად პროგრამულ ენად.

Related Posts

Next Post