25 წლის ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის ღია წერილის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდი Apple მზად არის კუთვნილი თანხა გადაუხადოს ყველა იმ შემსრულებელს, პროდიუსერსა და სიმღერის ავტორს, ვისი მუსიკაც Apple Music-ის სერვერზე იქნება ხელმისწავდომი.
კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ტეილორ სვიფტმა უარი თქვა, რომ მისი ბოლო ალბომი ”1989” Apple Music-ს უფასოდ გამოეყენებინა. მომღერალმა გუშინ ღია წერილით მიმართა კომპანია Apple-ს, სადაც აღნიშნავდა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში Apple არაფერს გადაუხდის მომღერლებს, რის გამოც უარს ამბობდა მისი ალბომის Apple Music-ის საშუალებით გავრცელებაზე.
”გვესმის შენი ნათქვამი. გვიყვარხარ. Apple”, – დაწერა ”ტვიტერზე” კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი კიუმ.
Apple Music-ის სერვისი მსოფლიოს 100 ქვეყანაში 30 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი. პირველი სამი თვის განმავლობაში მომხმ��რებლები სერვისით სარგებლობას უფასოდ შეძლებენ, შემდეგ კი ყოველთვიურად 10 დოლარის გადახდა მოუწევთ. სერვისი შემოდგომიდან ხელმისაწვდომი იქნება ანდროიდისა და Windows-ის მომხმარებელთათვისაც.
სერვისის კატალოგში 30 მილიონზე მეტი კომპოზიცია იქნება ატვირთული. აპლიკაცია ინტეგრირებულია ხმოვანი ძებნის სისტემა Siri-სთან, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს, მაგალითად, 1994 წლის დეკემბრის ჩარტის ლიდერი სიმღერის მოძებნასა და მოსმენას.