კონკურენცია Apple-სა და Spotify-ს შორის – ვინ გაყიდის მეტ მუსიკას

ტიმ კუკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი?

ინტერნეტის ბედი რომ ხმისჩამწერ კომპანიებზე ყოფილიყო დამოკიდებული, ის ალბათ, არასდროს განვითარდებოდა. კომაქტ დისკები, კასეტები და ფირფიტები უზარმაზარ მუსიკალურ ინდუსტრიას ამუშავებდა. თუმცა, ინტერნეტის განვითარებამ და სიმღერების გადმოწერამ ეს იდილია სრულიად დაარღვია, რასაც მუსიკალურ ბიზნესში უზარმაზარი მოგება მოჰქონდა.

გაიზარდა თაობა, რომლებსაც პირატულად ისეთი მუსიკის გადმოწერა შეუძლიათ და იმ ოდენობის, რომელზეც მელომანები ვერც იოცნებებდნენ.

ბევრი მათგანი იუთუბის უფასო წყაროებით სარგებლობს, სადაც ფაქტობრივად.

ყველაფრის მოსმენაა შეაძლებელი.

1999 წელს მსოფლიო მუსიკალურმა ინდუსტრიამ 26,6 მილიარდი დოლარის მოგება ნახა, ძირითადად, კომპაქტ დისკების გაყიდვით. 2007 წელს კი, როცა ინტერნეტ-პირატები გააქტიურდნენ, მოგება 20 მილიონზე ნაკლები გახდა. გასულ წელს მსოფლიოში მუსიკის გაყიდვით შემოსავლები 15 მილიარდი იყო.

ITunes-ის გამოჩენამ, რომელიც კომპანია Apple-ს ეკუთვნის, ქსელში მუსიკის ლეგალური გადმოწერა დაარეგულირა, თუმცა, კლიენტები Spotifსა და სხვა კომპანიებზე გადაერთვნენ, სადაც მუსიკის პირდაპირ ეთერში მოსმენაა შესაძლებელი ისე, რომ არ გადმოიწერონ.

ეს ცვლილება გავდა კინოს ისტორიას, როცა კინომანები ფილმების გაქირავებას ანიჭებდნენ უპირატესობას ვიდრე ესარგებლათ Sky ან Netflix სერვისით.
სერვისი Spotify უფასოდ სთავაზობს მომხმარებელს მილიონობით მუსიკალურ ნაწარმოებებს იმ პირობით, რომ მათ პერიოდულად უწევთ რეკლამის მოსმენა. მსმენელმა რეკლამას რომ აარიდოს თავი, ის ფასიან მომსახურებას ირჩევს, რომელიც ბრიტანეთში 9,99 ფუნტი სტერლინგია თვეში. აშშ-ში კი 9,99 დოლარი.

შვედურ კომპანიას, რომელიც 2006 წელს შეიქმნა, 20 მილიონი ფასიანი და 55 მილიონი უფასო გამომწერი ყავს.

Apple Music

კომპანია Apple, რომელიც ბაზრის დიდი ალღოთი გამოირჩევა, Apple Music-ს ჩაუშვებს. მომხმარებელს 3 თვის მანძილზე უფასოდ შეეძლება სერვისით ისარგებლოს. სამი თვის შემდეგ კი მომსახურება ზუსტად იმდენივე ღირს, რამდენიც ამ ბაზარის ლიდერთან Spotify. თუმცა ამ უკანასკნელთან შედარებით უპირატესობა ის აქვს კომპანიას, რომ უკვე ქარხანებშივე იტვირთება მუსიკა iPhone-ებსა და iPad-ებში, რაც Apple-ს მარკეტინგში დიდ თანხებს უზოგავს. კომპანიის განცხადების თანახმად, მისი მიზანი სულაც არ არის მუსიკაზე თანხის გაკეთება, არამედ, მომხმარებლისთვის სრული კომფორტის მიწოდებაა.

ამის მიუხედევად, ის მუსიკის ვარსკვლავებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ექსკლუზივები მას მიაწოდონ. მუსიკალური სტრიმინგის ბაზარზე ამ სახით გამოჩენა Spotify-ს ცხადია, მდგომარეობას ურთულებს. პირველი მუსიკოსი, რომელსაც Apple-მა კონტრაქტი დაუდო ფარელ უილიამსია. მისი სიმღერა Freedom მხოლოდ Apple მუსიკაში იქნება ხელმისაწვდომი.

“დინამიკის კონკურენცია თავიდან ბოლომდე შეცვლილია, და პირობებიც არათანაბარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ Spotify-ს ბიზნესი წარუმატებელი იქნება” – ამბობს Spotify-ის მარკეტინგის მენეჯერი ენდრიუ შიხი.

Leave a Comment

Related Posts