Apple-ის ახალი სმარტფონის მოდელის პრეზენტაცია სავარაუდოდ 11 სექტემბერს მოხდება, განაცხადა წყარომ Foxconn-დან. ახალი ტელეფონის გაყიდვები კი პრეზენტაციიდან 1 კვირაში დაიწყება. Apple უკვე რამდენიმე წელია ახალ გაჯეტებს სექტემბერში წარადგენს. iPhone 6, კომპანიამ შარშან 9 სექტემბერს წარმოადგინა,iPhone 5S — 2013 წლის 10 სექტემბერს.
მოსალოდნელია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ახალი ტელეფონი აღჭურვილი იქნება 2-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით, 12-მეგაპიქსელიანი კამერით და შეძლებს ვიდეოს გადაღებას 4К-რეზოლუციით.