კორპორაცია Apple-მა მწარმოებლებისგან წლის ბოლომდე 85-90 მლნ iPhone-ის მიწოდება მოითხოვა.
Apple-ის სმარტფონების ერთ-ერთმა ძირითადმა მწარმოებელმა, ჩინურმა Foxconn-მა უკვე დაიწყო დამატებითი მუშა-ხელის აყვანა თავის ქარხანაში. მოსალოდნელია, რომ ახალი პარტიის წარმოება უკვე მომავალი თვიდან დაიწყება.
შემოდგომაზე გამოსასვლელ iPhone 6S-ს 12-მეგაპიქსელიანი კამერა და 2-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება ექნება და მხარს დაუჭერს ქსელ LTE Cat. 6-ს. ყველაზე მთავარი სიახლე კი ახალ სმარტფონში სისტემა Force Touch-ი იქნება, რომელიც ტელეფონს ზეწოლის ძალაზე რეაგირების საშუალებას მისცემს.