ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ ელეტროტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Apple-მა შესაძლოა ელექტრომობილების წარმოება დაიწყოს. ავტომობილებით მოვაჭრე კომპანია Carwow Apple-ის ელექტრომობილის კონცეპტუალურ ფოტოებს აქვეყნებს. დარგის ექსპერტების ვარაუდით იმ შემთხვევაში თუ კომპანია ელექტრომობილების წარმოებას წამოიწყებს, აღნიშნული ავტომობილი საკმაოდ ძლიერი კონკურენტი იქნება დღეს არსებული ელექტრომობილების მწარმოებელი გიგანტი Tesla Motors-ისთვის.
ავტომობილის კონცეპტუალურ ფოტოებში ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ავტომობილის ინტერიერი და ექსტერიერი. ავტომობილის სალონი აღჭურვილია დიდი სანავიგაციო მონიტორით. სალონის ცენტრში დამონტაჟებულია Iphone-თან და Ipad-თან ინტეგირების სპეციელური შესაერთებელი, ასევე, ავტომობილის კონცეფციაში განიხილება მართვის ავტონომიური შესაძლებლობაც. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს: ავტომობილს 250 ცხენის ძალა აქვს, ელემენტის დატენვას 4 საათი სჭირდება და ერთჯერადი დატენვით 310 მილის (498 კმ.) დაფარვა იქნება შესაძლებელი.
დარგის ანალიტიკოსების აზრით Apple-ის ავტომობილიები 2020 წლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.