ნელა, მაგრამ ჯიუტად წინ მიიწევს Apple-ის ახალი კამპუსის მშენებლობის პროცესი. ამის დამადასტურებლად ახალი ვიდეო შემოგვთავაზა დუნკან სინფილდმა, რომლის დრონმაც მშენებლობას 1 აგვისტოს გადაუფრინა.
4 წუთიანი ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ, მუშაობა დიდი ინტესივობით მიდინარეობს, უკვე მოინიშნა საკონფერენციო დარბაზის კონტურები. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუშაობა გაჩაღდა ობიექტზე სახელად Tantau Development — საოფისე, კვლევითი და ტექნიკური კორპუსების ჯგუფზე, რომლებიც ცენტრალური შენობიდან ოდნავ მოშორებით არის განთავსებული.