iCloud-ი არის, თქვენი პირადი (სეიფი), სადაც ინახავთ თქვენ iOS მოწყობილობაში არსებულ, თითქმის მთელ ინფორმაციას. მისი დახმარებით შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობის ნაწილობრივ მართვა, ნებისმიერი ბრაუზერიდან – iCloud.com-ის დახმარებით. სადაც გაჩვენებთ, თქვენს ინფორმაციას რაც გაქვთ, მოწყობილობაში და ასევე iCloud-ზე. იმისათვის, რომ თქვენ მოწყობილობაში არსებული ინფორმაცია, ავტომატურად აიტვირთოს iCloud-ზე, მარტივად უნდა შეხვიდეთ: Setting >> iCloud.
პირველ რიგში შეიყვანეთ თქვენი უკვე რეგისტრირებული მეილი და პაროლი. აი ასე
როდესაც ჩამოსქროლავთ, გვერძე დაინახავთ ჩამონათვალს. ბმულებს, რომლებიც გნებავთ, რომ აიტვირთოს თქვენს მოწყობილობაში, უბრალოდ ჩართავთ.
ამ ბმულების ბოლოში, გვაქვს კიდევ ერთი ძალიან კარგი, სერვისი – Find My iPhone. როდესაც თქვენ მოწყობილობაში არის ჩართული Find My iPhone, ასევე ნებისმიერი ბრაუზერის საშუალებით, შეგვიძლია შევიდეთ ისევ და ისევ ჩვენს iCloud-ზე და შევდივართ Find My iPhone-ში.
როდესაც ჩვენს მოწყობილობაში, Settings >> iCloud >> Find My iPhone-ში გვაქვს ჩართული Find My iPhone და Send Last Location
iCloud.com-ზე დაგხვდება ესეთი სურათი, გვაჩვენებს ჩვენი მოწყობილების ადგილმდებარეობას. შეგვიძლია აქედან კოდის დადება, ასევე წერილის მიწერა და მუსიკის ჩართვა. ამ ფუნქციის მთავარი მიზანია, მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში, მარტივი გახდეს მპოვნელზე გასვლა
iCloud-ი ინახავს თქვენს მუსიკას, სურათებს, აპლიკაციებს, ელ. ფოსტებს, კონტაქტებს, კალენდარს, დოკუმენტებს და ა.შ. და შემდეგ უკაბელოდ აგზავნის თქვენს Apple-ის ნებისმიერ პროდუქტში.
მაგ: გამოცვალეთ თქვენი iPhone ან iPad-ი ან ნებისმიერი Apple-ის პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ მარტივად შენი iCloud-ი გამორთო ძველ მოწყობილობაში და შეიყვანო ახალში, რის შემდეგაც შენ iCloud-ზე ატვირთული ის ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია, გადაიტვირთება ახალ მოწყობილობაში, ინტერნეტთან წვდომის თანავე.
უსასყიდლოდ iCloud-ზე მხოლოდ 5GB არის ხელმისაწვდომი. თუ თქვენ გნებავთ GB-ის შეძენა, ისევ შევდივართ: Settings >> iCloud >> Storage >> Buy More Storage .
სასურველი და აუცილებელია, რომ თქვენი iCloud-ი იცოდეთ მხოლოდ თქვენ, რადგან ეს არის თქვენი პირადი ინფორმაცია.