ამ სტატიაში, მოკლედ დავწერ და იმედია დავაკმაყოფილებ მათ ინტერესს, ვინც არ იცის რა არის Jailbreak-ი.
რა არის Jailbreak-ი? ეს არის საშუალება, რომ სრულად განაგებდეთ საკუთარ მოწყობილობას: iPod-ს, iPad-ს და iPhone-ს. იგი განიჭებთ სრული მართველობის უფლებას თქვენ მოწყობილობაზე, ყოველგვარი Apple-ის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნით. Jailbreak-ის ყველაზე დიდ უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მისი გაკეთების შემდეგ თქვენ შეძლებთ უმარავი ფასიანი აპლიკაციის უფასოდ მიღებას და გამოყენებას, რაც მის გარეშე საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
რაც შეეხება უკუჩვენებებს: ჯეილბრეიკის შემთხვევაში სისტემას აღებ, თუ არ იცი, როგორ მოიხმარო, საფრთხეში შეიძლება ჩავარდე. შეიძლება რაიმე ისეთი “ტვიკი” ჩაწერო, რომელსაც მსგავსი სახელი აქვს. ორიგინალს იმეორებდეს, და ჰოპ. ვერც გაიგებ, ისე გაგძარცვავენ. ასევე, ყველაზე მთავარი. Jailbreak-ი ნიშნავს, მომხმარებლისთვის მისი უფლების მინიჭებას, მას უნდა, რომ აპარატი, რომელშიც ფული გადაიხადა, როგორც უნდა ისე მოიხმაროს, თუმცა მწარმოებელი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში გარანტიას დაკარგავს მომხმარებელი.