Android Wear iPhone-თან თავსებადი გახდა აქამდე არსებული მითქმა-მოთქმა Google-მა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა არსებობს რამდენიმე პირობა: ფლაგმან მოწყობილობას iOS 8.2-სა და მისი შემდგომი ვერსიების მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. რაც მთავარია, აპლიკაცია მხოლოდ Android Wear-ის უკანასკნელ მოდელებთან მუშაობს. ცნობილია ისიც, რომ აპლიკაცია მომავლის ყველა Wear მოწყობილობასთან თავსებადი ხდება, მათ შორის ASUS, Motorola-ასა და Huawei-ზე.
Android Wear iOS-თვის ისევე იმუშავებს, როგორც Android ტელეფონებისთვის. მომხარებელი მიიღებს შეტყობინებებს Google-ის სერვისებიდან, როგორიც არის Gmail, Google Now და Google Calendar, ისევე როგორც Apple-ის Calendar-დან, Google Fit-დან და ისარგებლებს ამინდის პროგნოზით, მაღვიძარით, სათარგმნი აპლიკაციით და ა.შ.
ამასთანავე, მომხმარებელი შეძლებს ხმოვანი ბრძანებით ცვალოს საათის ეკრანი ისევე როგორც Android აპლიკაციის შემთხვევაში. Google-ის განცხადებით, არც ახალი აპლიკაციის დაინსტალირებაა საჭირო, ვინაიდან iOS აპლიკაციაში უკვე ინტეგრირებულია ეს სერვისი. გარდა ამისა, ნებისმიერი მესამე მხარის აპლიკაცია, რომელიც გამოჩნდება iPhone-ზე, ავტომატურად აისახება საათზეც.