სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა მარკ ცუკენბერგმა კომპანია Apple-ს მხარი დაუჭირა, რომელმაც უარი განაცხადა აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთთვის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებაზე.
„მე სრულებით ვუჭერ მხარს ტიმ კუკს და Apple-ს“ – განაცხადა ცუკენბერგმა ბარსელონაში გამართულ მობილური კავშირების Mobile World Congress-ზე.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ კომპანია “ფეისბუქი” მასზე დამოკიდებულ ყველა სამუშაოს ასრულებს ტერორიზმთან საბრძოლველად.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ფედერალურმა ბიურომ კომპანია Apple-ს შესთავაზა მისთვის მიეწოდებინა iPhone Facebook-ის გატეხვის პროგრამული უზრუნველყოფა, რაზეც Apple-მა უარი განაცხადა და კომპანიებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
წყარო: www.timer.ge