აშშ-ს მთავრობა მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ტექნოლოგიური კომპანიის წინააღმდეგ: Apple-ს სულ უფრო ცოტა დრო რჩება, რათა ბოლო პერიოდის ყველაზე დიდ ბრძოლაში, რომელშიც სასწორზე საჯარო და პირადი უსაფრთხოება დევს, ლეგალური არგუმენტი წარმოადგინოს. ამისათვის კომპანიას დრო პარასკევამდე აქვს.
Bloomberg-ის ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, Apple ამზადებს პასუხს, რომლის მიხედვითაც კომპანიისთვის შეუსაბამო ვალდებულებაა, დაეხმაროს მთავრობას iPhone-ის განბლოკვაში, რომელიც სან ბერნანდინოს ტერაქტის ერთ-ერთ ჩამდენს ეკუთვნოდა. კომპანია ასევე აპირებს, მიმართოს კონგრესს ქმედებისათვის.
FBI Apple-სგან ახალი პროგრამის დაწერას ითხოვს, რომელიც დაბლოკილ ტელეფონში შეღწევას შეძლებს. Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა „კიბოს ექვივალენტი პროგრამა უწოდა.“
აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:
- მომხმარებელს შეუძლია თავის iPhone-ში ჩართოს ფუნქცია, რომელსაც შეუძლია ტელეფონში კოდის 10-ჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში მთლიანად წაშალოს ყველა მონაცემი. ტერორისტის ტელეფონში სწორედ ეს ფუნქციაა ჩართული;
- iOS–ს ორი პაროლის ხელახლა შეყვანას შორის 80 მილიწამიანი ინტერვალი აქვს დაწესებული. დაახლოებით 5.5 წელიწადია საჭირო იმისათვის, რათა ყველა შესაძლო კომბინაცია იქნეს შეყვანილი ტელეფონში.
თავის მხრივ FBI ითხოვს, შეიქმნას პროგრამა, რომელიც:
- ავტომატურად წაშლის ფუნქციას გამორთავს.
- ტელეფონზე სხვა სისტემის ზემოქმედებას დაუშვებს
- გააუქმებს 80 მილიწამიან ინტერვალს.
ადვოკატ საირუს ვენსის განცხადებით, მანჰეტენზე 175 შემთხვევა მოხდა, როდესაც მობილური ტელეფონების განბლოკვის პრობლემის გამო საქმის გახსნა ვერ ხერხდება, აქედან 111 კი გასულ წელს მოხდა.
როგორც ცნობილია, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა მიმართა სასამართლოს თხოვნით, აიძულოს Apple-ი, ითანამშრომლოს FBI-სთან, რათა შესაძლებელი გახდეს ტერორისტის iPhone-დან ინფორმაციის ამოღება. საქმე ეხება სან ბერდანინდინოში მომხდარ ტერაქტს, რომელმაც 14 ადამიანი იმსხვერპლა.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გამოაქვეყნა საჯარო წერილი, სადაც აღნიშნა, რომ კომპანიის მხრიდან დათმობაზე წასვლა ადამიანების პირად უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.
Apple-ის პოზიცია შემდეგია: ჩვენ ვერ დავეხმარებით მთავრობას, რადგან მონაცემებზე წვდომა არ გვაქვს. თუკი შევქმნით iPhone-ში შესაღწევ სპეციალურ პროგრამას, მისი გამოყენების საშუალება სამართალდამრღვევებს, მათ შორის კიბერ-კრიმინალებსაც შეეძლებათ.
წყარო: http://commersant.ge