Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა სპეციალური ღონისძიების გამართვის თარიღი. ღონისძიება შედგება 21 მარტს, კომპანიის მთავარ კამპუსში. მოსწვევზე ტრადიციულად განთავსებულია ამ კონკრეტული ღონისძიების სლოგანი. ამ შემთხვევაში: „Let us loop you in“ (სიტყვების თამაში, „საქმის კურსში შეგიყვანთ“, „მარყუჟში მოგამწყვდევთ“). როგორც მოსალოდნელია, ამ დღეს წარმოდგენილი იქნება აიფონის 4 დუიმიანი მოდელი, iPhone 5se, კომპაქტური პლანშეტი iPad Pro, 9.7 დუიმი ეკრანით, ასევე Apple Watch-ის სხვადასხვა ახალი აქსესუარები.
პროგრამული უზრუნველყოფის განახლებას რაც შეეხება, ჩვენ მივიღებთ iOS 9.3, watchOS 2.2, OS X 10.11.4 და tvOS 9.2.
აგრეთვე შესაძლოა ვიხილოთ Macbook-ის განახლება, ახალი პროცესორით Intel Skylike და აგრეთვე ახალი iMac-ები.