GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple-ის 21 მარტის პრეზენტაციის მნიშვნელოვანი საკითხები

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
22/03/2016
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
658
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Apple-მა კალიფორნიაში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე შედარებით მცირე ზომის iPhone SE დაანონსა, რომელსაც 4 დიუმიანი ეკრანი და ყველა ფლაგმანზე იაფი ფასი ექნება.

როგორც ღონისძიებაზე ტიმ კუკმა განაცხადა iPhone SE აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერით და  Apple Pay-ს გამოყენების უფრო გამარტივებული შესაძლებლობით. სმარტფონის 16გბ-იანი ვერსია $399 ეღირება, რაც iPhone 5S-ის ახლანდელ ფასზე $50 დოლარით იაფია.

სანამ Silicon Valley-ის გიგანტი თავისი მოწყობილობების ხაზის განახლებებს წარმოადგენდა, კომპანიის აღმასრულებელმა ტიმ კუკმა iPhone-ების შიფრაციის თაობაზე ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ კომპანიის პოზიცია დაიცვა.

„ჩვენ, როგორც საზოგადოებამ უნდა გადავწყვიტოთ, რა ძალა აქვს მთავრობას ჩვენს მონაცემებსა და კონფიდენციალურობაზე. ეს არის შემთხვევა, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე გავლენას ახდენს, ამიტომ ვერ გავექცევით ჩვენს პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კუკმა.

გარდა სმარტფონისა, ღონისძიებაზე Apple-მა, ასევე, წარმოადგინა მცირე ზომის, 9.7-დიუმიანი iPad Pro, რითიც ისევ დაუბრუნდა თავის წინანდელ, 2014 წლის ზომებს.

„აშკარაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს Apple-ის კონკრეტული მომხმარებელი, რომელსაც მცირე ზომის სმარტფონი მოსწონს“,  –  განაცხადა დამოუკიდებელი კვლევითი სააგენტოს, Jackdaw Research-ის მთავარმა ანალიტიკოსმა ჯენ დოუსონმა.

კომპანიის აღმასრულებელმაც დაადასტურა, რომ წინა წელს 30 მილიონი 4 დიუმიანი iPhone გაიყიდა და მომხმარებელი მუდმივად მოითხოვდა ამ ზომის სმარტფონის განახლებულ მოდელს.

ორშაბათს გამართულ ღონისძიებაზე, Apple-მა სრულიად ახალი რობოტის სისტემა, Liam-იც წარმოადგინა, რომელიც დაშლის გაფუჭებულ iPhone-ებს და მათგან ამოიღებს ხელახალი გადამუშავებისთვის ვარგის ნივთიერებას, როგორიც არის ვერცხლი და ვოლფრამი.

ეს მოწყობილობა იმ კრიტიკის წინააღმდეგ შეიქმნა, რომელიც ამტკიცებს, რომ Apple-ის პროდუქცია გარეგნულად იმდენად თხელი და დახვეწილია, რომ მათი დაშლა, კომპონენტების ერთმანეთისგან გამორჩევა, გადამუშავება და ხელახალი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

Liam-ზე მუშაობა, დაახლოებით, 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს სისტემა, თავდაპირველად, iPhone 6-თვის ამუშავდება და  კომპანია თანდათან მის მოდიფიკაციას და სხვა მოწყობილობებზე ამუშავებას ეცდება. სისტემა  წინა თვეში გაეშვა. იგი 11 წამში ამუშავებს iPhone 6-ს და აღადგენს ალუმინის, სპილენძის, კალის, ვოლფრამის, კობალტის, ოქროსა და ვერცხლის ნაწილებს.

წყარო: http://www.reuters.com/

Tags: iPadiPhone
Previous Post

Apple-ის ღონისძიება ხვალ, დასწრება თავისუფალია

Next Post

Apple-მა ორი ახალი მოწყობილობა iPhone SE და iPad Pro 9.7 წარმოგვიდგინა. დეტალები!

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
80
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
412
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
461
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
კომპანია Apple 4 დიუმიანი iPhone-ის ხაზს აგრძელებს, რითაც უამრავი მომხმარებელი გაახარა!

Apple-მა ორი ახალი მოწყობილობა iPhone SE და iPad Pro 9.7 წარმოგვიდგინა. დეტალები!

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG