Apple-მა ორი ახალი მოწყობილობა iPhone SE და iPad Pro 9.7 წარმოგვიდგინა, აღნიშნული მოწყობილობების შესახებ დაწვირლებით გაგაცნებთ მოცემულ სტატიაში.
iPhone Special Edition
პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ განახლება არ შეხებია ეკრანებს და სმარტფონებში დარჩა ის ზომები და რეზოლუციები, რაც ჰქონდათ წინამორბედს (აქ ნაგულისხმევია iPhone 5S).
სმარტფონში წარმოდგენილია Apple-ის ახალი ჩიფსეტი A9, რომლის ცენტრალურს პროცესორს აქვს 2 მაღალი წარმადობის ბირთვი 1.85 გიგაჰერც სიხშირით, ჩიფსეტის წარმოებისთვის გამოყენებულია 14/16 ნანომეტრიანი არქიტექტურა (ჩიფსეტების მწარმოებელი ორი კომპანია არის, Samsung-ის 14 ნანომეტრიანი და TSMC-ის 16 ნანომეტრიანი). Co პროცესორად წარმოდგენილია M9, რომელიც სმარტფონს დაეხმარება მარტივი ამოცანების ამოხსნაში და ამით დაზოგავს ენერგო მოხმარებას, M9-ს პროცესორის დახმარებით მუდმივად ჩართული იქნება ხმოვანი ასისტენტი “Siri”.
ცენტრალური პროცესორის წარმადობა მის წინამორბედთან შედარებით 70 პროცენტით გაუმობესებულია, ხოლო გრაფიკული პროცესორი 90 პროცენტით გაუმჯობესებული, გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 6 ბირთვიანიPowerVR GT7600. სმარტფონების ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 2 გიგაბაიტს, LPDDR4 ტექნოლოგიით.
სმარტფონების კამერად წარმოდგენილია 12 მეგაპიქსელიანი 1/2.9 ინჩის ზომის SONY RGBW EXMOR RS IMX315 სენსორი, პიქსელიბის ზომა 1.22 მიკრონპიქსელია (წინა მორბედთან შედარებით შემცირებულია 1.5 მიკრონპიქსელიდან), PDAF (ფაზოვანი ავტოფოკუსი), F2.2 დიაფრაგმა, 5 ლინზა, ლინზები დაცულია საფირის შუშით, ორმაგი LED განათება, 63 მეგაპიქსელიანი პანორამა, 3x ციფრული ზუმი, 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში.
წინა კამერად წამოდგენილია 1.2 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.2 დიაფრაგმით, სოფთ განათებით და 720p HD ვიდეო გადაღებით.
სმარტფონის ბატარეა iPhone 5s-ისგან განსხვავებით უფრო მძლაბრად გამოიყურება და ის 1642 მილიამპერიანია.
საბოლოო ჯამში აღნიშნული სმარტფონი წარმოადგენს iPhone 5s-ის და iPhone 6s-ის ჰიბრიდს, რის შედეგაცას შესანიშნავი 4 დიუმიანი მონსტრი iPhone SE შეიქმნა.
iPhone SE-ს 16 გიგაბაიტიანი ვერსია ეღირება 399 ამერიკული დოლარი, ხოლო 64 გიგაბაიტიანი ვერსია 499 ამერიკული დოლარი.
iPad Pro 9.7
9.7 დიუმიანი შესანიშნავი ტაბლეტი ნამდვილად იმსახურებს მაღალ შეფასებებს.
ტაბლეტში წარმოდგენილია Apple-ის ახალი 128 ბიტიანი ჩიფსეტი A9X, რომლის ცენტრალურს პროცესორს აქვს 2 მაღალი წარმადობის ბირთვი 2.26 გიგაჰერც სიხშირით, ჩიფსეტის წარმოებისთვის გამოყენებულია 14/16 ნანომეტრიანი არქიტექტურა (ჩიფსეტების მწარმოებელი ორი კომპანია არის, Samsung-ის 14 ნანომეტრიანი და TSMC-ის 16 ნანომეტრიანი). Co პროცესორად წარმოდგენილია M9, რომელიც სმარტფონს დაეხმარება მარტივი ამოცანების ამოხსნაში და ამით დაზოგავს ენერგო მოხმარებას, M9-ს პროცესორის დახმარებით მუდმივად ჩართული იქნება ხმოვანი ასისტენტი “Siri”.
გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 12 ბირთვიანი PowerVR Series 7XT, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია.
მსგავსი სიმძლავრის ტაბლეტი თამამად შემიძლია ვთქვა ბაზარზე არ არსებობს.
კამერა iPhone 6s-ის იდენტური აქვს, 12 მეგაპიქსელიანი 1/2.9 ინჩის ზომის SONY RGBW EXMOR RS IMX315 სენსორი, პიქსელიბის ზომა 1.22 მიკრონპიქსელია (წინა მორბედთან შედარებით შემცირებულია 1.5 მიკრონპიქსელიდან), PDAF (ფაზოვანი ავტოფოკუსი), F2.2 დიაფრაგმა, 5 ლინზა, ლინზები დაცულია საფირის შუშით, ორმაგი LED განათება, 63 მეგაპიქსელიანი პანორამა, 3x ციფრული ზუმი, 4K ვიდეო გადაღება 30 კადრით წამში.
გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია 12 ბირთვიანი PowerVR Series 7XT, ეს ნამდვილად შთამბეჭდავია.
ოპერატიულ მეხსიერებად წარმოდგენილია 4 გიგაბაიტიანი ვარიანტი LPDDR4 ტექნოლოგიით, შესანახ მეხსიერებად წამროდგენილია 32, 128 და 256 გიგაბაიტიანი ვარიანტები.
ტაბლეტს 4 მძლავრი სპიკერი გააჩნია, ამასთანავე სტილუსის მხარდაჭერა და 10307 მილიამოპერიანი სუპერ მძლავრი ბატარეა.
ტაბლეტის 32 გიგაბაიტიანი ვარიანტი 599 ამერიკული დოლარი ღირს, 128 გიგაბაიტიანი ვარიანტი 749 ამერიკული დოლარი და 258 გიგაბაიტიანი ვარიანტი 899 ამერიკული დოლარი.
Apple-ისგან ასეთი მისაღები ფასები ალბათ დამეთანხმებით გასაკვირიცაა.
შეგახსენებთ, რომ iPhone 7 გამოდის სექტემბერში…
წყარო: http://review.ge/