GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iOS 9.3-ზე გადასვლის შემდეგი პრობლემების აღმოფხვრა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
25/03/2016
in ხრიკები
Reading Time: 1 min read
A A
2
1.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ზოგიერთი iOS-მოწყობილობის განახლებისას (iPhone 5s, ან უფრო ადრეული მოდელები და აგრეთვე iPad Air) 9.3 ვერსიაზე მოითხოვება Apple ID-ის შეყვანა მოწყობილობაში, რათა დასრულდეს განახლების პროცესი. თუ თქვენ ვერ იხსენებთ პაროლს, ან ვერ ახერხებთ განახლების პროცესის დასრულებას, სცადეთ შეასრულოთ შემდეგი ნაბიჯები:

ზოგიერთ სიტუაციაში გააქტიურების ბიჯის ეკრანულ მინიშნებაზე მითითებული ელფოსტა არ შეესაბამება თქვენს მიმდინარე Apple ID-ის. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ სწორი Apple ID შეგყავთ აქტივაციისას, შეეცადეთ შეასრულოთ შემდეგი ბიჯები:

  1. შედით icloud.com-ზე კომპიუტერიდან;
  2. დააწკაპუნეთ ხატულაზე Settings და ნახეთ სექცია My Devices;
  3. დარწმუნდით, რომ თქვენი მოწყობილობა My Devices სექციის სიაში არის წარმოდგენილი. თუ თქვენ ვერ ხედავთ თქვენს მოწტობილობას სიაში, გადაამოწმეთ სხვა ანგარიშები, თუ ასეთი გაქვთ შექმნილი რამდენიმე.

თუ ეკრანულ მინიშნებაზე მითითებული ელფოსტა ნამდვილად თქვენია, მაგრამ მაინც ვერ ახერხებთ მოწყობილობის გააქტიურებას, სცადეთ შემდეგი ბიჯები პროგრამაში iTunes თქვენს კომპიუტერში:

  1. მიუერთეთ თქვენი iPhone, iPad, ან iPod touch კომპიუტერს;
  2. გახსენით iTunes. დარწმუნდით, რომ iTunes განახლებულია ბოლო ვერსიამდე;
  3. მონიშნეთ თქვენი მოწყობილობა. თქვენ დაინახავთ გააქტიურების ეკრანს iTunes-ში;
  4. შეიტანეთ თქვენი Apple ID და პაროლი და დააჭირეთ ღილაკზე Continue.

ან სცადეთ ალტერნატიული ვარიანტი icloud.com-იდან, რის შემთხვავშიც თქვენ მოხსნით გააქტიურების ბლოკს:

  1. გამორთეთ თქვენი მოწყობილობა;
  2. შედით კომპიუტერიდან icloud.com-ზე თქვენი Apple ID და პაროლით;
  3. გახსენით Find My iPhone;
  4. ჩამოშალეთ სია All Devices, შემდეგ აირჩიეთ თქვენი მოწყობილობა;
  5. დააჭირეთ ღილაკზე Remove from Account;
  6. ამის შემდეგ ჩართეთ თქვენი მოწყობილობა, დაასრულეთ გააქტიურების პროცესი და ხელახლა ჩართეთ Find my iPhone ფუნქცია თქვენს მოწყობილობაში.

ყურადღება! თუ თქვენ იყენებდით სხვის Apple ID-ის, ან არ გახსოვთ ელფოსტის მისამართი, ან ელფოსტის მისამართი აღარ არსებობს, მაშინ მე თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს. სანამ არ არადგენთ Apple ID-ის, ვერ მოახერხებთ თქვენი მოწყობილობით სარგებლობას.

Tags: iOSiPadiPhoneiTunes
Previous Post

კომპანია Apple 4 დიუმიანი iPhone-ის ხაზს აგრძელებს, რითაც უამრავი მომხმარებელი გაახარა!

Next Post

მოსაზრებები 21 მარტის Apple-ის ღონისძიების შესახებ

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი
სიახლეები

გეყოფათ ტრიალი, ნახეთ მაღვიძარის დაყენების მარტივი ხერხი

21/03/2022
875
როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე
ხრიკები

როგორ დავგეგმოთ შეტყობინებები iPhone-ზე

21/01/2022
222
როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)
ხრიკები

როგორ ჩავრთოთ iPhone-ი პაროლის დავიწყების შემთხვევაში (კომპიუტერის გარეშე)

05/01/2022
299
რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?
სიახლეები

რაში გვჭირდება წითელი ფანარი Apple Watch-ზე?

01/12/2021
372
როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე
ხრიკები

როგორ დავაკალიბროთ ყველა გადამწოდი და სენსორი Apple Watch-ზე

02/11/2021
205
Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ
სიახლეები

Find My-ს აპლიკაცია შეგატყობინებთ მოწყობილობის სახლში დარჩენის შესახებ – როგორ უნდა ჩავრთოთ

12/10/2021
900
Next Post
მოსაზრებები 21 მარტის Apple-ის ღონისძიების შესახებ

მოსაზრებები 21 მარტის Apple-ის ღონისძიების შესახებ

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG