ჩინეთში Apple–ს სერვისები დაბლოკეს. კერძოს ჩინელ მომხმარებელს აღარ აქვს წვდომა კომპანიის ფილმებისა და წიგნების სერვისებზე.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში უცხოური კომპანიების წვდომაზე შეზღუდვა დაწესდა. ჩინეთში, iBooks Store-ზე ან iTunes Movie-ზე შესვლის მცდელობისას ჩნდება შეტყობინება ჩინურად, “მომსახურებისთვის გამოუსადეგარია”. New York Times-ის ინფორმაციით, Apple-ის სერვისი ჩინეთის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე დაიბლოკა. მარტში ჩინეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კომპანიებს უცხოური საკუთრების გამოქვეყენბას უკრძალავს. ამავე დროს მსგავსი კომპანიების სერვისები ჩინეთში უნდა იყოს რეგისტრირებული.
წყარო: http://businesscontact.ge