GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

მოწყობილობები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
08/05/2016
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
1.2k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ამერიკულმა გავლენიანმა ჟურნალმა Time-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა 50 ყველაზე გავლენიანი გაჯეტის რეიტინგი, რომლებიც როგორც თავად გამოცემაში აღნიშნავენ, კოლექტივის მიერ დიდი ხნის ბჭობის შედეგად შეადგინეს. ინფორმაციაში ხაზგასმით არის ნახსენები, რომ ყველა წარმოდგენილი ნივთი არ იყო კომერციულად ძალიან წარმატებული, თუმცა მათ დიდი როლი ითამაშეს ზოგადად ინდუსტრიის განვითარებაზე.

რეიტინგის პირველ ადგილზეა Apple iPhone, რომელმაც გახსნა სმარტფონების ერა სენსორული ეკრანებით, მეორეა ფერადი ტელევიზორი 1960-იანებიდან – Sony Trinitron, მესამე კი პერსონალური კომპიუტერი Apple Macintosh.

მეოთხედან მეათე ადგილამდე განთავსდა კასეტიანი მუსიკალური პლეირი Sony Walkman, კომპიუტერი IBM Model 5150, რომელმაც Apple-ის გარდა სხვა პერსონალური კომპიუტერები გახადა ხელმისაწვდომი. ფონოგრაფი Victrola, პირველი ჯიბის რადიომიმღები Regency TR-1, ბიუჯეტური ფოტოკამერა Kodak Brownie, რითაც ფოტოგრაფია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. აგრეთვე, აუდიოპლეერი Apple iPod, რომელმაც ჩაანაცვლა CD-პლეერები, და მეათე ადგილზე – ვიბრომასაჟორი Magic Wand.

მეორე ათეულში მოხვდნენ ჯიბის კალკულატორი Canon Pocketronic, ასევე Philips N1500 VCR, რომლის საშუალებითაც ტელე-გადაცემების ჩაწერა გახდა შესაძლებელი, სათამაშო აპარატი Atari 2600, რომელიც სათამაშო ინდუსტრიაში ნამდვილად რევოლუციური იყო, ინტერნეტ dial-up მოდემი US Robotics Sportster 56K, სათამაშო მოწყობილობა Nintendo Entertainment System, რომელმაც სათამაშო ინდუსტრია კრიზისის შემდგომ გამოაცოცხლა. ასევე, ჯიბის სათამაშო Nintendo Game Boy, რომლისგანაც იღებენ სათავეს მობილური თამაშები, ელექტრონული საბეჭდი მანქანა IBM Selectric, პეიჯერი Motorola Bravo, ვიდეოკამერა JVC VideoMovie, პრაქტიკულად პირველი მასიური წარმოების საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერა და Motorola Droid, პირველი წარმატებული სმარტფონი „ანდროიდის“ პლატფორმაზე.

50-ეულში ასევე წარმოდგენილია ნოუთბუქი IBM Thinkpad 700C, GPS-ნავიგატორი TomTom, ავტომოპასუხე Phonemate 400, სმარტფონი BlackBerry 6210, პლანშეტი Apple iPad, სახლის კომპიუტერი Commodore 64, ფოტოაპარატი Polaroid, ელექტრონული წიგნი Amazon Kindle, ტვ-მოწყობილობა TiVo, DVD-დამკვრელიToshiba, სათამაშო კონსოლები Sony PlayStation და Nintendo Wii, საკაბელო ტელევიზიის მოწყობილობა Jerrold Cable Box, ბესტ-სელერი ტელეფონი Nokia 3210, პრინტერი HP DeskJet, ჯიბის კომპიუტერი Palm Pilot, მობილური ტელეფონი Motorola Dynatac 8000x, ნოუთბუქი Apple iBook, ვირტუალური რეალობის სლემი Oculus Rift, პორტატული CD პლეირი Sony Discman D-50, ტელევიზორის მოწყობილობა Roku Netflix Player, ციფრული ნაბიჯების მთვლელი Fitbit, პორტატული კომპიუტერი Osborne 1, თერმოსტატი Nest, ერთპლატიანი კომპიუტერი Raspberry Pi, უპილოტო საფრენი DJI Phantom, ციფრული პიანინო Yamaha Clavinova, სკუტერი Segway, 3D-პრინტერი Makerbot Replicator და გარნიტურა Google Glass.

Tags: iPadiPhoneMac
Previous Post

Apple-ის Siri-ს შემქნელები ახალ პროქტზე, VIV-ზე მუშაობენ

Next Post

iPhone 7-ის ერთერთი დიზაინერის მიერ დახატული კონცეპტი (ვიდეო)

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
37
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
84
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
164
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
415
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
465
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
151
Next Post
ფოტოების ფარული ფუნქცია iOS 10-ში

iPhone 7-ის ერთერთი დიზაინერის მიერ დახატული კონცეპტი (ვიდეო)

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG