კორპორაცია Apple, iPhone-ის ნაწარმზე ფასის შემცირების შესახებ საუბრობს, – აღნიშნულის შესახებ ამერიკული კომპანიის გენერალური დირექტორი ტიმ კუკი აცხადებს.
„ჩვენ გვინდა რაიმე მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ფასებმა დაწიოს“, – განაცხადა კუკმა. მისი თქმით, კომპანია ამისათვის ფასების დაკლების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
ინდურ გამოცემასთან საუბრისას, კუკმა კომპანიის ერთ-ერთ მიზნად, ინდოეთში რეალიზებული პროდუქციის ფასების ამერიკულთან შესაბამისობა დაასახელა. ამასთან, Apple-ს ამის გამო მოწყობილობების ხარისხიანობის დაგდება არ სურს.
iPhone-ს ფასები ყველა ქვეყანაში ერთნაირი არაა. ტენდენციაა, რომ ამერიკის გარდა სხვა ქვეყნებში პროდუქციის ფასები უფრო მაღალია, რისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ადგილობრივი გადასახადები და დოლარის კურსია, – წერს Business Insider.
Deutsche Bank-ის გათვლების მიხედვით, კომპანიის პროდუქცია ყველაზე ძვირი ბრაზილიაშია, სადაც მოწყობილობა 931 აშშ დოლარზე მეტი ღირს.
წყარო: ibussines.ge