Apple-ი უცხოურ ბაზრებზე საფასო პოლიტიკას გადახედავს

ანალიტიკოსები თვლიან, რომ Apple არასდროს ჩაიძირება

Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ინდურ ტელევიზია NDTV-თვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ iPhone-ის ღირებულება აშშ-ის ფარგლებს გარეთ მაღალია და კორპორაციამ უცხოურ ბაზრებზე თავის საფასო პოლიტიკას შესაძლოა გადახედოს.

გადაცემის წამყვანმა კუკს განუცხადა, რომ iPhone-ის ფასი ინდოეთში უფრო მაღალია, ვიდრე აშშ-ში, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სერვისების ნაწილი, მაგალითად iBooks, ინდოეთში არ მუშაობს.

ტიმ კუკმა ეს იმით ახსნა, რომ კორპორაციის ბიზნესის რენტაბელობა ინდოეთში არაა მაღალი და გაცილებით დაბალია ვიდრე ამერიკაში. „მაგრამ ვაღიარებ, რომ ფასები მაღალია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ ისინი შევამციროთ, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია“, – განაცხადა Apple-ის ხელმძღვანელმა.

წყარო: agora.ge

Leave a Comment

Related Posts