ანალიტიკოსები: Apple თავისივე რეკორდს მოხსნის iPhone 7-ის გაყიდვებით

Apple-მა წელს შეიძლება iPhone 7, iPhone 7 Pro და iPhone 7 Plus-ი აღარ გამოუშვას

BMO Capital Markets-ის ანალიტიკოსის Tim Long-ისა და მისი გუნდის თანახმად, iPhone 7 გაყიდვების მაჩვენებლის რეკორდს მოხსნის.

რატომ?

Apple ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზა აქვს. ასევე რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც ორი წლის წინანდელი მოდელის ტელეფონები აქვთ და სურთ ახლის შეძენა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამომხმარებლო ბაზიდან 25% მზადაა გამოცვალოს სმარტფონი, რაც უკვე 120 მლნ სმარტფონს უდრის.
BMO-ს სტატისტიკის მიხედვით, iPhone-ის მომხმარებლების 17%-ი პროცენტი იმ წელსვე ანახლებს ტელეფონს, 58%-ი 1 წლის შემდეგ, 22%-ი 2 წლის შემდეგ, ხოლო 2%-ს ჯერ კიდევ არ გამოუცვლია ტელეფონი.

როგორც ვარაუდობენ, iPhone 7 გადააჭარბებს iPhone 6s-ის გაყიდვების მაჩვენებელს.

წყარო: news.vitube.ge

Leave a Comment