თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა Apple Store-დან 19 iPhone მოიპარა

თანამშრომლის ფორმაში ჩაცმულმა კაცმა Apple Store-დან 19 iPhone მოიპარა

გასულ კვირას, ნიუ-იორკის სოჰოს უბანში მდებარე Apple store-ში, უცნობმა მამაკაცმა, რომელიც კონსულტანტის ფორმაში იყო გამოწყობილი, 19 აიფონი მოიპარა.

პოლიციის განცხადებით, ქურდი ზუსტად მაღაზიის თანამშრომლის ფორმაში იყო ჩაცმული, რომლებიც როგორც წესი, ლურჯ მაისურებს ატარებენ Apple-ის ლოგოთი; იგი ელექტრონიკის შესაკეთებელ ოთახში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

მამაკაცმა ოთახიდან 19 აიფონი მოიპარა, რომელთა საერთო ღირებულებაც 16 130 დოლარია, შემდეგ კი ნაძარცვი ნივთები სხვა ქურდს გადასცა. ტელეფონებს იგი მაისურის ქვეშ მალავდა.

ინციდენტზე პოლიცია გამოძიებას აწარმოებს,   Apple კი კომენტარისგან თავს იკავებს.

წყარო: New York Post

Leave a Comment

Related Posts