ჭორების თანახმად უახლესი აიფონი iPhone 6-ზე უფრო თხელი, თუმცა მასზე უფრო ფართო ეკრანი ექნება. iPhone 7-ის RAM-ი 3GB-მდე გაიზრდება და დანარჩენ iPhone-თან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი პროცესორი ექნება. iPhone 7-ის გამოშვეგბას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს.
ხოლო iPhone 7-ის შემდეგ კომპანიამ შესაძლოა სრულიად ახალი, პრემიუმ ტელეფონი გამოუშვას.
კომპანიის ანალიტიკოსის მინგ ჩი-კიუს ინფორმაციით, Apple 2017 წლისთვის iPhone-ის ხაზის სრულ განახლებას გეგმავს.
მომავალ წელს, კომპანია გამოუშვებს ახალ ტელეფონს , მრუდი ეკრანითა და სპეციალური დისპლეი ტექნოლოგიით.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი ტელეფონი iPhone-ის არსებულ მოდელებთან შედარებით კიდევ უფრო გაუმჯობესებული იქნება.