ტექნოლოგიების განვითარებამ შეცვალა მიდგომები ავტომობილებოს მიმართ
როგორც იქნა გამოცხადდა ნანტრი Apple CarPlay-ს პროექტის დაწყების თარიღი 2014 წლის მარტი.
ავტომობილი უკვე ითვლება მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელთათვის ბრძოლის ველად. იმის გამო რომ ავტომობილის სიცოცხლისუნარიანობა უფრო მეტია ვიდრე ციფრული ტექნოლოგიების, მაგალითად ტელეფონების და პროგრამების რომლებითაც ისინი არიან უზრუნვლყოფილი , საჭირო გახდა ისეთი მოწყობილობის შექმნა რომელიც დარჩება აქტუალური მანქანის წლების მატებასთან ერთად .
ავტომობილების მწარმოებლელ გიგანტებს ყველას გააჩნია თავისი სისტემა, მაგრამ ამ ბოლო წლების განმავლობაში ტრიალებენ იმ მარტივი იდეის გარშემო რომ ჭირდებათ გარე მოწყობილობები რომლებიც რეგულარულად განახლდებიან.
რა არის Apple Carplay ?
Apple Carplay არ არის სისტემა რომელიც მუშაობს iOS-ზე ან iOS-აპლიკაციებზე, ის არის სისტემა რომელიც ახდენს თქვენი საკუთარი iPhone-ის აპლიკაციების ინტეგრაციას თქვენი ავტომობილის სისტემასთან, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის უფრო მარტივად. იდეა მდგომარეობს იმაში რომ თქვენი iPhone USB პორტით შეუერთდეს ავტომობილს და გახდეს მართვადი მისი მეშვეობით რომ აღარ მოგიწიოთ ტელეფონში ყურება და ყურადღების მოდუნება მგზავრობისას, რაც უფრო კომფორტული და უსაფრთხოა, უფრო დაწვრილებით მომხმარებელი შეძლებს გამოიყენოს საკუთარი iPhone-ი ხელით შეხების გარეშე და ისე მოახერხებს მუსიკის მოსმენას,ზარების მიღებას, ტექსტური გზავნილების მიღება-გაგზავნას და თუნდაც ვიდეოების გაშვებას. თეორიულად არ არსებობს შეზღუდვები მაგალითად თქვენ შეძლებთ ჩართოთ საქარე მინის გამწმენდები უბრალოდ Siri-ს თან საუბრით ან გააღოთ და დაკეტოთ ავტომობილი თქვენი iPhone-ით.
როგორ გამოვიყენებთ Apple Carplay-ს?
- Siri
- სენსორული ეკრანი
- ავტომობილის ღილაკები
წყარო: okaygeorgia.info