არაერთხელ გაჟღერებულა, რომ iPhone 7 შესაძლოა Apple-ის პირველი წყალგამძლე სმარტფონი იყოს.
iPhone 7-თან დაკავშირებული ჭორები გამართლდება თუ არა ეს ჯერ არავინ იცის, თუმცა „ჩაკბეჩილმა ვაშლმა“ წყალქვეშა გადაღებებისთვის ტექნოლოგია უკვე ოფიციალურად დააპატენტა.
გამოდის, რომ „ჭორი“ სამომავლოდ შესაძლოა, რეალობად იქცეს, რადგანაც კომპანიას ანალოგიური გეგმები უკვე აქვს. Apple-მა სპეციალირი ტექნოლოგია მხოლოდ iPhone-სა და iPad-ისთვის დაარეგისტრირა და არა ვიდეოკამერისთვის. მაშ ასე, როგორი იქნება iPhone 7 და საერთოდ რა სიახლეებს შესთავაზებს ამერიკული გიგანტი მომხმარებლებს ეს 7 სექტემბერს გახდება ცნობილი.
წყარო: bpi.ge