Apple-ს სოციალური ქსელის შექმნა სურს. Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-ის სოციალური ქსელი iPhone-ის და iPod-ის მომხმარებლებზე იქნება გათვლილი და ის ვიდეოების გაზიარების ფუნქციას მოიცავს. Apple-ს კონკურენციის გაწევა Snapchat-სთვის სურს.
კომპანიას სოციალური ქსელის შექმნის მცდელობა ადრეც ჰქონდა, თუმცა 2010 წელს გაშვებულმა სერვისმა Ping წარუმატებლობა განიცადა. გამოცემა წერს, რომ ამჯერად კომპანიად ახალგაზრდებზე გათვლილი ქსელის შექმნაზე მუშაობს.
Facebook-ის მომხმარებლები დღეში საშუალოდ 50 წუთს ხარჯავენ Messenger -ში მობილური ტელეფონის საშუალებით.