GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

iOS 10 — შთაბეჭდილებები/ ჩვენ მივიღეთ სტაბილური და სწრაფი სისტემა

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
02/10/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min read
A A
0
766
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

პირველად iOS 10 13 ივნისს წარმოგვიდგინეს, დეველოპერების კონფერენციაზე WWDC 2016. შემდეგ გავიდა საჯარო ტესტირებისა და მორგების სამი თვე. კომპანიის ინჟინრებმა დიდი სამუშაო ჩაატარეს — 8 ბეტა-ვერსია დეველოპერებისათვის და 7 საჯარო. შემოდგომის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კომპანიამ საბოლოო ვერსია შემოგვთავაზა.

მოდი გადავხედოთ iOS-ის ძირითად სიახლეებს. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული.

1. გადამუშავებული სასტარტო ეკრანი

ეფლის მობილური საოპერაციო სისტემის ახალმა ვერსიამ გადამუშავებული სასტარტო ეკრანი მიიღო. სრულიად გაქრა წარწერა Slide to Unlock. ახლა მოწყობილობის განბლოკვისათვის საკმარისია თითით შეეხოთ Home-ღილაკს (იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ტელეფონს Touch ID ღილაკი აქვს). ამ სიახლეს ადვილად ეჩვევა ადამიანი, განბლოკვა ზედმეტი მოძრაობის გარეშე ხდება.

ასევე კარგად არის გადაწყვეტილი ფოტო-კამერის გაშვების ახალი მეთოდი — ეკრანის გადაფურცვლა მარცხნივ. თავიდან ცოტა უჩვეულოა, მაგრამ მერე ეჩვევი.

და ბოლოს ეკრანის გადაფურცვლა მარჯვნივ გვიჩვენებს ვიჯეტებს აპლიკაციების სწრაფი გაშვებისათვის, რჩეულ ნომრებზე დასარეკად, ან სხვადასხვა სახის ინფორმაციის მისაღებად. ფრიად მოსახერხებელი რამეა, მინდა გითხრათ.

2. მართვის განახლებული მენიუ

ამიერიდან პუნქტები მენიუში სხვადასხვა ფერით არის შეფერადებული. ლამაზია, მაგრამ რამდენად გამოსაყენებელი, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ამ მენიუს ჩვენი სურვილით შეცვლა რომ შეგვეძლოს. მაგალითად, მე ძალიან გამომადგებოდა მობილური ინტერენტის ჩართვა/გამორთვის ფუქნციის დამატება აქ.

მუსიკის მართვის ღილაკები დამატებით ჩანართზე გადავიდა (გამოძახება შესაძლებელია მარცხნივ გადაფრუცვლით), ასევე დამატებულია ამ მომენტში დაკრული მუსიკის ალბომის დანახვის საშუალება. ლამაზია, მაგრამ მიჩვევა დასჭირდება აშკარად.

3. შეტყობინებების განყოფილება, ლამაზი და უაზრო

ყველაზე დიდი ცვლილებები შეტყობინებების აპლიკაციამ განიცადა. ახლა უკვე შესაძლებელია ანიმირებული სურთების გაგზავნა ადრესატთან, ასევე ხელნაწერი ტექსტების, ლამაზი სმაილიკების და მგავსი ნაკლებად საჭირო კონტენტის. ძირითად ეს ფუქნცია მოზარდებს მოეწონებათ, რომელთა საუბრის სტილი სულ უფრო მეტად ინაცვლებს სმაილიკებისა და სხვა სახის იეროგლიფულ სისტემაზე.

აი კამერაზე სწრაფი წვდომა პირდაპირ შეტყობინებების მენიუდან ძალიან მოსახერხებელია, ასევე შესაძლებელია Apple Music-ის კომპოზიციაზე ბმულის გადაგზავნა. სხვა სახის ბმულებსაც იგივე ეხება.

4. კონტაქტების განახლებული ინტერფეისი

სრულიად გადაკეთდა კონტაქტების აპლიკაცია, ხატულები ზარებისა და შეყობინებებისათვის ძალიან ლამაზია და თანამედროვედ გამოიყურება.

5. თავისუფალი ადგილის ოპტიმიზაცია iPhone-ში

მართალია, ჩემს აიფონში 64 გბაიტი მუდმივი მეხსიერებაა, მაგრამ ყველა ასე არი არის და ძალიან ბევრს მხოლოდ 16 გბაიტი აქვს, საიდანაც ხელმისაწვდომი მხოლოდ 11 თუ იქნება. ასეთ მომხმარებელს გაუმართლა: სისტემა ავტომატურად წაშლის მეხსიერებიდან იმ მუსიკას, რომელისაც დიდი ხანია არ უსმენთ. პარამეტრებში შესაძლებელია მინიმალური მოცულობის არჩევა.

ამ პარამეტრეს ნახავთ აქ: Music > Storage Optimization.

6. განახლებულია Apple Music

საფირმო მუსიკალური სერვისის აპლიაკცია სრულიად გადასხვაფერდა.

ყველაზე მთავარი — აპლიკაცია გაცილებით სტაბილურია, რეკომენდაციები მოწესრიგდა. თუმცა ჯერ კიდევ ზაფხულში დაპირებული სიმღერის ტექსტების ჩვენება ჯერ კიდევ არ დამატებია.

დანარჩენში, მომხმარებელს შემდეგი სიახლეები ელოდება: გაუმჯობესებული შრიფტები და ანიმაცია, კლავიატურისა და ეკრანის დაბლოკვის განახლებული ხმები, უფრო გამარტივებული ურთიერთქმედება ეკრანულ შეტყობინებებთან, მესამე კომპანიების აპლიკაცების მართვა Siri-ს საშუალებით.

iOS 10-ის ბეტა-ვერსიების საკმაოდ დიდმა ოდენობამ კომპანიას საშუალება მისცა ბოლომდე მიეყვანათ ამ ვერიის დეველოპინგი. გასული წლების შეცდომები აღმოფხვრილია. სწორედ ასეთი სტაბილური სისტემა გვინდოდა ჩვენ ზუსტად 1 წლის წინ, მაგრამ მივიღეთ ახლა.

პ.ს. სამწუხაროა, რომ ინტერფეისის შავი თემა ჯერ კიდევ მიუწვდომელია. მაგრამ მაშინ რა უნდა ვნახოთ iOS 11-ში? 😉

Tags: iOSiPhone
Previous Post

iPhone 7 Plus -ის პირველი პარტია გაყიდვაში გამოსვლამდე გაიყიდა.

Next Post

iPhone 7 და iPhone 7 Plus – უძლიერესი სმარტფონი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
228
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
4k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
969
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
575
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
768
Next Post
iPhone 7 და iPhone 7 Plus – უძლიერესი სმარტფონი

iPhone 7 და iPhone 7 Plus - უძლიერესი სმარტფონი

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG