7 სექტემბერს კომპანია ეფლმა ჩაატარა თავისი მორიგი ღონისძიება, სადაც წარმოგვიდგინა მრავალი საინტერესო სიახლე. მოდი ვნახოთ, თუ რას გვთავაზობს კუპერტინო ამჯერად.
როგორც ყოველთვის პრეზენტაცია დაიწყო ვიდეოს დემონსტაციით, სადაც კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვაბელი, ტიმ კუკი და აშშ-ში პოპულარული შოუს, Carpool Karaoke წამყვანი ერთად მღერიან რამდენიმე სიმღერას და იცინიან პერსონალური ასისტენტის Siri-ს ხუმრობებზე.
სტატისტიკა
ამის შემდეგ სცენაზე გამოჩნდა ტიმ კუკი და დაიწყო სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდება:
- სერვისით Apple Music სარგებლობს 17 მილიონი მომხმარებელი;
- ჩამოტვირთვების რიცხვმა App Store-ში 140 მილიარდს გადააჭარბა;
- App Store-ში უკვე 500 000-ზე მეტი თამაშია განთავსებული.
Nintendo
შემდეგ სცენაზე მიიწვიეს კომპანია Nintendo-ს ლეგენდარული ხელმძღვანელი სიგერუ მიამოტო. ეს ის კაცია, ვინც კაცობრიობას თამაში სუპერ მარიო აჩუქა! რასაკვირველია მიამოტო სანმა წარმოგვიდგინა მარიოს თამაში, ამჯერად iOS პლათფრომისათვის. სამწუხაროდ, თამაში განსხვავდება ორიგინალისგან და Run კატეგორიას განეკუთვნება.
iWork
პრეზენტაციაზე, სადაც რამდენიმე ათასი დამსწრე და მილიონობით ტელემაყურებელი ელოდება ახალი iPhone-ის წარმოდგენას, პირველ რიგში წარმოგვიდგინეს საოფისე პაკეტის iWork-ის სიახლეები. მთავარი სიახლე გახდა დოკუმენტებზე მუშაობის ერთობლივი რეჟიმი. ანუ პრინციპში ის, რაც კონკურენტებს უკვე საკმაო ხანია აქვთ. რა შეიძლება ითქვას? ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
Apple Watch 2
პრეზენტაციის მეორე ეტაპზე კომპანიამ განახლებული ჭკვიანი საათი გვიჩვენა. აქაც მცირედი სტატისტიკის მოშველიებით ჩვენ გვაიგეთ, რომ ეფლის საათი გაყიდვებით პირველ ადგილს იკავებს სხვა ჭკვიან საათებთან შედარებით, ხოლო ზოგადად მაჯის საათების სიაში მეორე ადგილზეა და მას მხოლოდ როლექსი სჯობნის.
ძველი მოდელის ცნობილი შესაძლებლობების ხუთწუთიანი აღწერის შემდეგ ჯერი სიახლეებზე დადგა. და ჩვენ გვიჩვენეს განახლებული საათი: Apple Watch Series 2 (ასე ქვია ახლა ამ მოდელს, ძველის სახელიც შეიცვალა და მას Apple Watch Series 1 ქვია):
- მთვარი სიხალე – წყლისგან სრულფასოვანი დაცვა (50 მეტრამდე სიღრმე). მეორე თაობის საათით შეიძლება წყალში ცურვაც და ყვინთვაც;
- გაუმჯობესებულია შიგთავსი, ახლა ის ორჯერ უფრო სწრაფად მუშაობს;
- ეკრანის სიკაშკაშემ ორჯერ მოიმატა;
- Apple Watch 2-ს აქვს საკუთარი GPS-მოდული, რაც უდავოდ დადებითად იმოქმედებს სპორტული აქტივობების უფრო ზუსტ აღნუსხვაზე;
- კომპანიამ შემოგვთავაზა კორპუსის ახალი მასალაც, ძველის პარალელურად – კერამიკა, რომელიც ფოლადზე ოთხჯერ უფრო გამძლეა;
- საათი აღჭურვილია საოპერაციო სისტემის ახალი ვერსიით — WatchOS 3;
- შემუშავებულია საათის სპეციალური მოდელი კომპანია Nike-თან ერთად.
გაყიდვები 16 სექტემბერს დაიწყება, ხოლო Nike-ს მოდელის — ოქტომბერში. საათის ახალი მოდელის ფასი 369 დოლარიდან იწყება. საინტერესოა, რომ პირველი თაობის საათი არ მოიხსნა წარმოებიდან, მას გაუძლიერეს შიგთავსი, ხოლო მისი ფასი 269 დოლარი გახდა.
iPhone 7
ამ ყველაფრის შემდეგ ტიმ კუკმა როგორც იქნა საუბარი iPhone 7-ზე გადაიტანა. კიდევ ერთხელ შეგვახსენა iOS 10-ის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით. კადრსმიღმა ჯონათან აივმა (ეფლის ვიცე-პრეზიდენტი დიზაინის სფეროში) მოგვითხრო სმატფონის რთული შიგტავსის შესახებ და წარმოების დეტალებზე გვესაუბრა.
მაშ ასე, განახლებულმა iPhone 7-დმა 10 გაუმჯობესება მიიღო!
1. ახალი დიზაინი
ჭორების დიდი ნაწილი დადასტურდა, iPhone 7 დიდათ არ განსხვავდება წინამორბედებისაგან. სამაგიეროდ, გაუგებარი ნაცრიფერის ნაცვლად, ახალი მოდელი ორმაირი შავი ფერის იქნება. ერთს უბრალოდ შავი ქვია და მართლაც შავი ფერისაა, ხოლო მეორეს სახელი — Jet Black. ეს მოდელი შავია და თანაც პრიალა. ძალიან ეფექტურად გამოიყურება, თუმცა აქვს გარკვეული ხარვეზი — ის ძალიან მალე დაიფხაჭნება. სხვა ფერები არ შეცვლილა: ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ვარდისფერი ოქრო. სამწუხაროდ, არ გამრთლდა ჭორი და მუქი ლურჯი აიფონი ვერ ვიხილეთ.
2. Home-ღილაკი
ამიერიდან აიფონის მთავარი და ერთადერთი სამართავი ღილაკი სენსორულია და ფიზიკურად არ ხდება მისი დაჭერა ხელით. უკუკავშირს უზრუნველყოფს Taptic Engine, იგივე ტექნოლოგია, რაც გამოიყენება Apple Watch-სა და Macbook-ების თაჩსქრინში. რამდენად ადვილი გამოსაყენებელი იქნება, ძნელი სათქმელია. დრო გვიჩვენებს.
3. დაცვა მტვრისა და წყლისაგან
როგორც იქნა, ეფლის სმარტფონები დაცულია მტვერის და წყლის ზემოქმედებისაგან. ტელეფონები შეესაბამება IP67 პროტოკოლს. რაც ითვალისწინებს მოწყობილობის მცირე დროით თხევად სივრცეში მოხვედრას. საათობით ვერ დაჯდებით ფსკერზე და ვერ გადაუღებთ სურათებს თევზებს.
4. ფოტო/ვიდეო კამერა
iPhone 7-ში დაყენებულია 12 მეგაპიქსელიანი კამერა, ოპტიკური სტაბილიზაციით, 6 ლინზიანი სისტემა და 4 შუქდიოდიანი ციმციმა. აქამდე ოპტიკური სტაბილიზაცია მხოლოდ Plus მოდელებს ჰქონდათ, ახლა აიფონის ორივე მოდელი აღჭყურვილია ამ სისტემით. ასევე განახლდა ფრონტალური კამერა.
ხოლო რაც შეეხება iPhone 7 Plus მოდელს, მან მიიღო ორი, შეწყვილებული კამერა, ორმაგი ოპტიკური მაშტაბირებით, რაც ჭკვიანი სისტემების გამოყენებით საშუალებას გვაძლევს მივიღოთ 10x-მდე ხარიასხიანი მაშტაბირება.
როგორც გვპირდებიან, ჩვენ შევძლებთ მსგავსი ფოტოების გადაღებას iPhone 7 Plus-ის საშუალებით:
5. ეკრანი
არაფერი განსაკუთრებული ცვლილება ეკრანში არ მომხდარა. უბრალოდ კარგი ხარისხის ეკრანი, ოპტიმალური ოდენობის პუქსელებით.
6. სპიკერები
iPhone-ში ამიერიდან სტერეო-სპიკერები იქნება. ერთი განთავსებულია კორპუსის ზემოდან, მეორე — ქვემოდან.
7. EarPods
დიდი ცვლილება, რომელსაც ასევე დიდი ხმაური მოყვა, არის განახლებული
ყურსასმენები. ამიერიდან აიფონში თქვენ ვეღარ ნახავთ სტანდარტულ 3.5 მმ-იან გასართს ჩვეულებრივი ყურსასმენებისათვის. არამედ მხოლოდ Lithning პორტიდან იქნება შესაძლებელი მუსიკის მოსმენა.
8. AirPods
პრეზენტაციამდე მუსირებდა ჭორი სრულიად ახალი ყურასმენების შესახებ, რომელიც საბედნიეროდ დადასტურდა. აუდიო ყურსასმენი შედგება ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მილაკისაგან, რომლებიც ყურებში მაგრდება. ხმოვანი ბრძანებების საშუალებით შესაძLებელია მუსიკის მართვა, Siri-ს ბრძანებების გაცემა და ტელეფონზე საუბარი. AirPods ერთი დამუხტვით 5 საათი იმუშავებს.
ტელეფონთან დაკავშირება ხდება ზესწრაფად. საკმარისია უბრალოდ გახსნათ ყურსასმენის კოლოფი. სხვათაშორის, ეს კოლოფი ამავდროულად დამტენიცაა.
9. Apple Pay
ეფლის საგადახდო სისტემას ოქტომბერში დაემატება იაპონიაში პოპულარული სისტემის, Felicita-ს მხარდაჭერა. ვიცი, რომ ძალიან გაგიხარდათ ეს კონკრეტული პუნქტი.
10. წარმადობა
iPhone 7-ის ტვინი გახდა ახალი რპცესორი A10 Fusion, რომელიც 120-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე სულ პირველი თაობის აიფონის პროცესორი. ასევე განახლდა გრაფიკული პროცესორი, რომელიც ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება.
და ბოლოს ტელეფონის ავტონომიურობის შესახებ. iPhone 6S-თან შედარებით, iPhone 7 2 საათით უფრო დიდხანს იმუშავებს.
ფასები და მეხსიერების მოცულობა
iPhone 7 ეღირება $649, $749 და $849 დოლარი, ხოლო iPhone 7 Plus — $769, $869 და $969 დოლარი (ფასები მოცემულია აშშ-ს ბაზრისათვის).
ეფლმა გააუქმა 16 გბაიტინი მოდელები, როგორც იქნა. ამიერიდან ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ 32, 128 და 256 გბაიტიანი მოდელები.
One More Thing
სამწუხაროდ, სტივ ჯობსის ცნობილი ფრაზა კვლავ არ გაჟღერდა სცენიდან 7 სექტემბერს. საწყენია.