მორიგი პრეზენტაციის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ Apple-ის ახალ MacBook Pro-ს სენსორული პანელი აქვს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ცნობებში ნათქვამია, რომ სიახლეს დიდი დისპლეი აქვს კლავიატურის ზედა ნაწილის სამართავად. სიახლეს TouchBar ჰქვია.
Apple-მა ნოუთბუქების ორი ვერსია დააანონსა: 13 და 15 დიუიმიანი. მოწყობილობა ვერცხლისფერ და მუქ ნაცრისფერ ფერებშია წარმოდგენილი.
ცნობილია ისიც, რომ 15 დიუიმიანი მოწყობილობა მის წინამორბედზე 20%-ით თხელია, 13 დიუიმიანი კი 17%-ით თხელი და 200 გრამით მსუბუქია.
წყარო: fortunaplus.ge