აშშ საპატენტო ბიურომ გამოაქვეყნა Apple-ის მორიგი საპატენტო განაცხადი, რომლის მიხედვითაც iPhone, ან iPad შეიძლება გადავაქციოთ ნოუთბუკად. ამისათვის საჭირო იქნება სპეციალური აქსესუარი.
საპატენტო განაცხადში ნათქვამია, რომ „ნოუთბუკს“ თვითონ არ ექნება პროცესორი, ან სხვა გამოთვლითი სიმძლავრე, „ტვინის“ როლში სმარტფონი, ან პლანშეტი გამოვა. ფაქტიურად, ეს ნოუთბუკი უნივერსალური შალითა გამოდის, რომელსაც პორტატული კომპიუტერის ფორმა აქვს — ის აღჭურვილია კლავიატურით, ეკრანით და დამატებითი აკუმლატორით.
სმარტფონის ეკრანი ტრეკპადის როლსაც შეასრულებს, ხოლო პლანშეტი — მეორე ეკრანის. ამ ბოლო შემთხვევაში გათვალისწინებულია დამატებითი პროცესორიც.
მსგავსი მოდელი უკვე დატესტილი აქვს ASUS-ს Padfone-ის ხაზში. სამწუხაროდ მათი მოდელი ჩავარდა. ვნახოთ, რა ბედი ეწევა ეფლისას.
წყარო: AppleInsider.com