გასულ კვირას ნაკადური მუსკის სერვისმა Apple Music ახალი რეკორდი დაამყარა — დრეიკის ალბომი 90 მილიონჯერ იქნა მოსმენილი 24 საათის განმავლობაში. ამასთან დაკავშირებით Apple-ის რამდენიმე ტოპ მმართველმა ინტერვიუ მისცეს The Verge-ს.
ჯიმი იოვინის განცხადებით, ერთ კვირაში ალბომი „More Life“ მოისმინეს 300 მილიონჯერ. ეს მაჩვენებელი არა მარტო უფრო მეტია, ვიდრე Spotify-ზე, არამედ დრეიკის გასული ალბომის რეკორდიც გადაფარა, რომელიც სხვათაშორის ექსკლუზიურად გამოვიდა Apple-ის სერვისისათვის. გარკვეული როლი ითამაშა ასევე ამ შემსრულებლის პოპულარობამ Apple Beats 1 რადიო სადგურზეც.
ეფლის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ თავისი არსით Beats 1-მა დრეიკს SoundCloud ჩაუნაცვლა. შემსრულებელი აღარ დებს თავის ექსკლუზივებს SoundCloud-ზე და მას ეფლის რადიო სადგურს ამჯობინებს. და ამას უბრალოდ კი არ აკეთებეს: როგორც კუპერტინოში ირწმუნებიან, Beats 1 ბოლო დროს მსოფლიოს უმსხვილესი რადიო სადგური გახდა.
ვერ იპოვნით ვერცერთ სადგურს მსოფლიოში, სადაც ამდენი აქტიური მსმენელი იქნება, როგორც ეს არის Beats 1-ზე, — განაცხადა ლარი ჯექსონმა, Apple Music-ის ხელმძღვანელმა.
რამდენად კორექტულია Beats 1-ის შედარება ჩვეულებრივ რადიო სადგურთან — სხვა საკითხია. როგორც არ უნდა იყოს, ეფლის წარმატებები მუსიკალურ სფეროში ცხადზე ცხადია.