ამა წლის 24 იანვარს გამოვიდა iOS 10.3-ის პირველი ბეტა-ვერია, რომელშიც ეფლმა გვიჩვენა მთელი რიგი სიახლეები, რომელთა სრულფასოვანი გამოყენებას ჩვენ შევძლებდით საოპერაციო სისტემის ფინალურ ვერსიაში, ტესტორების დასრულების შემდგომ.
- ინტერფეისის მუქი რეჟიმი კვლავა არ არის ხელმისაწვდომი. Theater Mode, რომელზეც ჭორები დადიოდა, ჯერ-ჯერობით Apple Watch-ის პრეროგატივაა;
- ახლა iOS-ში ჩამონტაჟებულია AirPod-ების ძებნის რეჟიმი. გარე პროგრამების ნაცვლად, Apple-მა ეს ფუქნცია სტანდარტულ Find My Phone-ში დაამატა;
- ასევე შესაძლებელი გახდა App Store-ის გამოხმაურებების შეფასება. ამ სიახლით, შეგეძლებათ მონიშნოთ სასარგებლო გამოხმაურებები, ან იჩივლოთ, თუ რამე ისეთი წერია;
ეს ფუნქცია დროთა განმავლობაში გაფაროვდება და შესაძლებელი იქნება გამოხმაურებების დახარისხება.
- დეველოპერებს შეუძლიათ პასუხის გაცემა App Store-ში. ამ ფუქნციით ეფლი ვარაუდობს უკუკავშირის დამყარებას აპლიკაციის შემქმნელსა და მომხმარებელს შორის;
- Podcast აპლიკაციას გაუჩნდა ვიჯეტი. მასზე გამოსახულია პოდკასტების არხები და უბრალო დაწკაპუნებით შესაძლებელია ნებისმიერის გაშვება;
- ახალი ფაილური სისტემა APFS. ეს სიახლე უფრო დეველოპერებს დააინტერესებთ, ვიდრე მომხმარებლებს. მაგრამ ამ სიახლემ ძლიერ უნდა ააჩქაროს iOS-მოწყობილობები;
სუფთა სუბიექტურად, ავტორის iPad mini 2, რომელიც უკვე ვეღარ დაიკვეხნიდა სიმკვირცხლით, გაცილებით სწრაფი გახდა.
- ხატულების სწრაფი შეცვლა მთავარ ეკრანზე. ახლა დეველოპერებს შეუძლიათ აპლიაკციის განახლების გარეშე გააკეთონ;
ამ ხერხით შესაძლებელი იქნება ხატულების გამოყენება მცირე ვიჯეტების მსგავსად, მიმდინარე თარიღის, ამინდის, დროის და ა.შ. საჩვენებლად.
- აპლიაკციების გახსნა-დახურვის ახალი ანიმაცია. ფანჯრის კუთხეები მომრგვალებულია;
- ახალი მენიუს Apple ID-ის განყოფილებაში. ის პირველ ადგილს იკავებს სიაში. აქ გადმოიტანეს სრული ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ და ყველაფერი ძალიან კარგად არის გაკეთებული;
- iCloud-ის დისკური სივრცის ვიზუალური გამოსახვა. ახლა ღრუბლოვანი საცავი ჩანს დიაგრამის სახით, ფაილის ტიპების მიხედვით;
- Siri-ს მუშაობის შესაძლებლობის გაფართოვება სხვა აპლიკაციებში. ხმოვანმა ასისტენტმა არა მარტო იცის ყველაფერი მაგალითად კრიკეტის შესახებ (ჩვენ რად გვინდა, თორემ ვინ ოხერი!), არამედ ასევე შეუძლია ანგარიშების გადახდა, მოგზაურობის დაგეგმვა და ა.შ.
- CarPlay ემზადება ელექტრომობილებისათვის. ახლა ის აჩვენებს დარჩენილ მანძილს დამტენ სადგურამდე. პლუს ამისა — აჩვენებს ბოლო გაშვებულ აპლიკაციებს;
- მენიუ Settings > Privacy > Diagnostics & Usage Data გადაკეთდა ახლა განთავსებულია აქ: Settings > Privacy. მაგრამ ფუნქციები იგივე დარჩა;
- „რუკებში“ დაემატა ახალი ქმედებები 3D Touch-ისათვის. თითის ძლიერი დაჭერით სასურველ არეზე, შეგეძლებათ ინფორმაციის ნახვა ამინდის შესახებ;
- HomeKit-მა ისწავლა ახალ აქსესუარებტან მუშაობა. ახლა სისტემას შეუძლია ურთიერთქმედება პროგრამირებად ჩამრთველებთან;
- ფარული კლავიატურა iPad-ზე ცალი ხელით შეტანისათვის. ამას პირველი აიპედის გამოსვლიდან ველოდებით, ანუ 2010 წლიდან;
- დეველოპერებს შეუძლიათ აპლიკაციის შეფასების თხოვნა. თვითნაკეთი კოდის ნაცვლად, შესაძებელია სტანდარტულის გამოყენება;
- iOS 10.3 არ მუშაობს Yalu ჯეილთან;
- iOS 10.3 მარტში გამოვიდა, ისევე როგორც გასული წლის მარტში 9.3.