მრავალმა მომხმარებელმა iOS 10.3-ზე განახლების შემდეგ შეამჩნია, რომ მათი მოწყობილობები შენელდა. არ ინერვიულოთ — ეს ნორმალური სიტუაციაა.
განახლებასთან ერთად კუპერტინომ დანერგა ახალი ფაილური სისტემა, APFS. დეველოპერების საიტზე გამოქვეყნებულია დოკუმენტაცია ამ ფაილური სისტემის ძირითადი მახასიათებლებით და აღწერით. როგორც ჩანს, ახალი სისტემა იმეორებს თავისუფალი ფაილური სისტემის, ZFS-ის გარკვეულ ფუნქციებს.
სწორედ რომ HFS+-დან APFS-ზე გადასვლის შემდეგ მომხმარებლები ამჩნევენ სისტემის შენელებას და ეს სრულიად ნომალურია. სრული ოპტიმიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესი შესაძლოა რამდენიმე საათი გაგრძლედეს, შესაძლოა მთელი დღეც. საჭირო იქნება ამ დროის განმავლობაში ცოტა მოთმენა და დალოდება.
ჩვენ გირჩევთ 10.3-ზე გადასვლას, ვინაიდან არსებითი პრობლემები არ გამოვლენილა. ხოლო ახალი ფაილური სისტემა გამოყენებული იქნება საოპერაციო სისტემის მომავალ ვერსიებში — iOS 11, 12 და ა.შ.