macOS 10.12.4-ში Apple-მა დაამატა Night Shift — ფუნქცია, რომლეიც ავტომატურად ახდენს ფერის ტემპერატურის კორექციას დღე-ღამის დროის მიხედვით. ის ითვალისიწნებს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, აგრეთვე მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს. ამის წყალობით, ერანის ფერები საღამო საათებში უფრო თბილი ხდება. პირველად ეს რეჟიმი გამოჩნდა iOS 9.3-ში, მაგრამ თვითონ ფუქნცია ახალი არ არის.
f.lux — არის აპლიკაცია, რომელიც იგივე ფუქნციას ასრულებს, რასაც Night Shift. პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2009 წელს გამოვიდა. ის ხელმისაწვდომია macOS, Windows, Linux, Android და iOS-ისათვის (ამ უკანასკნელზე, ჯეილბრეიკით, თუმცა საჭირო აღარ არის). macOS 10.12.4-ის გამოსვლით Apple-მა f.lux-ის მომხმარებლები აჩევანის წინაშე დააყენა: განაგრძონ ამ აპლიკაციის გამოყენება, თ გადავიდნენ Night Shift-ის სტანდარტულ ფუნქციაზე. მოდი, უკეთ გავერკვეთ.
თავსებადობა
დასაწყისისათვის უნდა ავღნიშნოთ, რომ f.lux ხელმისაწვომია ყველა კომპიუტერზე, სააც აყენია macOS. Night Shift მოწყობილობათა მხოლოდ შეზღუდულ ოდენობას უჭერს მხარს.
ესენია:
- MacBook (2015 წლის დასაწყისი, ან უფრო ძველი მოდელი);
- MacBook Air (2012 წლის ზაფხული, ან უფრო ძველი მოდელი);
- MacBook Pro (2012 წლის ზაფხული, ან უფრო ძველი მოდელი);
- Mac Mini (2012 წლის ბოლო, ან უფრო ძველი მოდელი);
- iMac (2012 წლის ბოლო, ან უფრო ძველი მოდელი);
- Mac Pro (2013 წლის ბოლო, ან უფრო ძველი მოდელი).
ამის გარდა, Apple გარანტიას გაძლევთ, რომ Night Shift სტაბილურად იმშავებს Apple Cinema Display, Apple Thunderbolt Display, LG UltraFine 4K Display და LG UltraFine 5K Display მონიტორებთან. f.lux მუშაობს ყველა გარე მონიტორთან.
ფერთა ტემპერატურა
ნაგულისხმევად, Night Shift გადაერთვება ნაზ ფერთა გამაზე. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ვერ შეამჩნევს სხვაობას f.lux-სა და Night Shift-ს შორის, მაგრამ დეტალური ტესტირების შედეგად გამოჩნდა ერთი არსებითი სხვაობა. ლურჯი ფერის გარდა, f.lux ამცირებს ფირუზისფერი, იასამნისფერი და მწვანე ფერების შემცველობას, ასევე ამცირებს ფერთა სიკაშკაშეს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენი ცირკადული სისტემა ფაქტიურად არ რეაგირებს ფერის ცვლილებაზე. ამის სანაცვლოდ ის ძირითადად რეაგირებს შუქის ინტესივობაზე. სწორედ ამიტომ ჩვენ ღამით უფრო მეტად გვინდა ძილი დქ დღისით სიფხიზლე. ადამიანის ცირკადულ სისტემას აქვს ინდივიდუალური განსხვავებები. განსაკუთრებულად მკაფიო არია ქრონოტიპის გამოვლინება. ის არსებობს ადრეული (ე.წ. “ტოროლები”), შუალედური (“მტრედები”) და გვიანდელი (“ბუები”). ძილი საჭიროა ყოველი ადამიანისათვის, მაგრამ ორგანიზმი ყველას სხვადასხვა აქვს, ამიტომაც ძილის სურვილი ყველას სხვადასხვა დროს უჩნდება.
შედეგი
თუ თქვენი კომპიუტერი, ან საოპერაციო სისტემა მხარს არ უჭერს Night Shift-ს, თქვენი არჩევანი ცალსახად არის f.lux. იმ შემთხვევაში, თუ კომპიუტერი მხარს უჭერს Night Shift-ს, აქ უკვე თქვენით გადაწყვიტეთ. ეფლმა ყველაფერი თავისებურად გაფაწყვიტა, ანუ პარამეტრების მორგების მინიმალური შესაძლებლობით და მაქსიმალური სიმარტივით. f.lux გთავაზობთ მეტი პარამეტრის მორგებას და მუშაობის მეტ რეჟიმს.