ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ Which? ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა, რომლის მიზანი იყო იმის გარკვევა, რამდენად შეესაბამება თანამედროვე ნოუთბუკების ავტონომიურად მუშაობის რეალური მონაცემები მწარმოებლების მიერ ნათქვამს. ამ კვლევის გამარჯვებული კომპანია Apple-ის ნოუთბუკები გახდნენ, რომელთა მონაცემები არა მარტო დაემთხვა, არამედ უკეთესი მონაცე,ებიც კი აჩვენა.
სულ ექსპერიმენტში შვიდი მწარმოებელი მონაწილეობდა, Apple-ის გარდა: Acer, Asus, Dell, HP, Lenovo და Toshiba. თვითონ კვლევა ითვალისწინებდა ყველაზე გავრცელებული ამოცანების შესრულებას, რომლებითაც რიგითი მომხმარებლები ტვირთავენ თავიანთ მოწყობილობებს: ფილმების ყურება, ინტერნეტში ძრომიალი და დოკუმენტებთან მუშაობა.
ტესტის შედეგებით 2016 წლის 13 დუიმიანმა MacBook Pro-მ 10 საათი და 15 წუთი აჩვენა, მაშინ როდესაც HP Pavilion-მა მწარმოებლის მიერ მითითებული 9 საათის ნახევარიც ვერ „გაქაჩა“ და 4 საათსა და 25 წუთში გაითიშა. ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა 15 დუიმიანი Dell Inspiration 5000. მან 3 საათი და 58 წუთი იმუშავა, განცხადებული 7 საათის ნაცვლად.
საინტერესოა, რომ ადრე 2016 წლის MacBook Pro აუტსაიდერად იყო გამოცხადებული. ამ დასკვნამდე მივიდნენ Consumer Reports-ის ექსპერტები, როდესაც მათ დატესტეს კომპანიის ნოუთბუკები. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ტესტირება ხარვეზებით იყო ჩატარებული.
წყარო: express.co.uk