ბლოგერები დაუნდობლად აგრძელებენ Galaxy-სა და iPhone-ის შედარებებს. როგორც ყოველთვის, პირველ რიგში ვუყურებთ მათ მახაიათებლებს, მონაცემებს:
- iPhone 7 Plus – A10 Fusion quad სიხშირე 2.35 GHz, 3 GB of RAM
- Samsung Galaxy S8 – Qualcomm Snapdragon 835 სიხშირე 2.35 GHz, 4GB
გავითვალისწინოთ, რომ ეს არის სინთეზური ტესტი, რეალური პირობებით. ორივე მოწყობილობაზე ხდება აბსოლიტურად ერთი და იგივე პროცედურა. დასაწყისშივე iPhone 7 Plus დაწინაურდა, Galaxy-მ კონკურენცია ვერ გაუწია და რამოდენიმე წრითაც კი ჩამორჩა. როგორც ჩანს Samsung-ის ფლაგმანი აპლიკაციიდან გამოსვლის შემდეგ განტვირთვას ვერ აკეთებს და შებამისად შემდეგი მოქმედებებიც ნელდება, რასაც ვერ ვიტყოდით ამერიკულ ფლაგმანზე. რაც შეეხება ბენჩმარკის ოფიციალურ შედეგს, მიუხედავას ახალი სამსუნგის მოდელის iPhone 7 Plus ისევ ლიდერია და პირველ ადგილს იკავებს.
შედეგები პირველ ტურში: iPhone 7 Plus – 3 წუთი 38 წამი, Samsung Galaxy S8 – 7- წუთი და 35 წამი; მეორე – iPhone 7 Plus – 47 წამი, Samsung Galaxy S8 – თითქმის ორი წუთის განმავლობაში. ასე რომ, ვინ გაიმარჯვებს?