რამდენიმე დღის წინ კუპერტინომ Mac Pro-ს მინორული განახლება გამოუშვა და გვამცნო, რომ ეს არ არის მოწყობილობის გლობალური განახლება. განსაკუთრებული სიახლეები ჩვენ ერთი წლის შემდეგ გველოდება.
რატომ მოიქცა ეფლი სწორედ ასე და ახლა? არის მოსაზრება, რომ ისინი Mac Pro-ს მოდულურ ვერსიაზე მუშაობენ. ასევე არის ვარაუდი, რომ კორპუსის ცილინდრული ფორმა წარსულს ჩაბარდება. ეს არ არის ჭორი, არამედ კომპანიის ოფიციალური წარმოამდგენლების განცხადებაა ჟურნალისტების წინაშე. განახლება 2019 წლისათვის არის დაგეგმილი.