ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა Mac Pro-ს განახლების და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე, ჩვენ გავიგეთ, რომ განახლდება აგრეთვე iMac-იც.
რედაქცის ხელთ ჩაუვარდა სამომავლო განახლების ტექნიკური ნიუანსები. კოდური სახელწოდება „iMac Pro“. გამოშვება დაგეგმილია 2017 წლის ოქტომბერზე. აი, რა გველოდება:
პროცესორი: iMac აღჭურვილი იქნება Intel Xeon E3-1285 v6 პროცესორით. Intel-ს ჯერ-ჯერობით არ გმოუშვია ეს ჩიპი, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ წინა თაობის მოდელით E3-1285, პროცესორი იქნება E3-1280 v6-ის განახლება და აღჭურვილი იქნება Intel HD P630 გრაფიკული ჩიპით.
გრაფიკა: iMac მიიღებს AMD-ს ახალი თაობის გრაფიკულ ჩიპს, ვირტუალური რეალობის მხარდაჭერით. მიმდინარე 27 დუიმიანი მოდელები AMD Radeon R9-ზე მუშაობს.
ოპერატიული მეხსიერება: iMac-ში შეცდომების კორექციის ფუნქციით აღჭურვილი მეხსიერება იქნება, ECC. მინიმუმ 16 გბაიტი, მაქსიმუმ — 64 გბაიტი.
დისკური სივრცე: NVMe ტიპის მეხსიერება უზრუნველყოფს მაღალ წარმადობას კალსიკურ SSD დისკებთან შედარებით.
ინტერფეისები: კომპანია ახალ მოდელს აგრეთვე USB-C ტიპზე გადაიყვანს და სავარაუდოთ სხვა ტიპის გასარტები არ ექნება კომპიუტერს.