რისთვის არის საჭირო ფუნქცია Night Shift
Night Shift მაკის ამასწინდელ განახლებაში გამოჩნდა, კერძოდ 10.12.4 ვერსიაში, მაგრამ ნაგულიხმევად ის გააქტიურებული არ არის. სანამ ამ ფუქნციას ჩავრთავთ, მოდი გავერკვეთ, რისთვის არის ის საჭირო და რა სარგებლობა მოაქვს მას.
თავისი არსით, Night Shift — ღამის რეჟიმია, რომელშიც ფერის ტემპერატურა წანაცვლებულია უფრო თბილი ფერებისაკენ. ცივი და ლურჯი ნათების ნაცვლად, რომლის მოქმედებაც ნეგატიურად აისახება ადამიანის ორგანიზმზე და ხელს უშლის ჯანსაღ ძილს, გამოსახულება უფრო მოყვითალო ხდება და თავლს ისე არ ჭრის. შედეგად, მხედველობა ნაკლებად იღლება საღამოს და ღამით მუშაობისას. Night Shift ავტომატურად და ძალიან მოქნილად მოარგებს ეკრანის ტემპერატურას დროის მიხედვით, ისე რომ ვერც კი შეამჩნევთ ამ გარდასახვას.
როგორ ჩავრთოთ Night Shift
Night Shift-ის მუშაობისათვის თქვენ უნდა გეყენოთ macOS 10.12.4 და თქვენ უნდა გქონდეთ მაკის ამ მოდელებიდან ერთ-ერთი:
- MacBook (2015 წლის, ან უფრო ახალი);
- MacBook Air (2012 წლის შუა, ან უფრო ახალი);
- MacBook Pro (2012 წლის შუა, ან უფრო ახალი);
- Mac mini (2012 წლის ბოლო, ან უფრო ახალი);
- iMac (2012 წლის ბოლო, ან უფრო ახალი).
ფუნქციის ჩასართავად გააკეთეთ შემდეგი:
- გახსენით სისტემური პარამეტრები და გადადით მონიტორის ჩანართზე;
- გადაერთეთ ჩანართზე Night Shift და შეცვალეთ განრიგი.
ამიერიდან ბინდბუნდის დადგომასთან ერთად გამოსახულება სულ უფრო გათბება, ხოლო მზის ამოსვლასთან ერთად ეკრანის პარამეტრები საწყისს დაუბრუნდება.