ხანდახან ისე ხდება, რომ iPod, iPhone, ან iPad-ის მფლობელს უწევს თავისი მოწყობილობის სხვაზე გადაცემა. თამაშის, ინტერნეტში შესვლის ან რაიმე მსგავსი მიზნით. მაგრამ ახალი მომხმარებელი შესაძლოა გაცდეს ამ მოთხოვნას და დაიწყოს პირადი ფოტოების თვალიერება, ან სმს-ების კითხვა, თქვენგან ამზე ნებართვის გარეშე. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? არ ვათხოვოთ მოწყობილობა? ვათხოვოთ, მაგრამ დავიცვათ ჩვენი პირადი ინფორმაცია. აი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.
ამისათვის iOS-ში არსებობს ფუნქცია „მართვადი წვდომა“, Guided Access, რომლის ჩართვის შემდეგაც მომხმა��ებელი მხოლოდ ერთი კონკრეტული აპლიკაციით შეძლებს სარგებლობას. ამ ფუნქციის გააქტიურებისათვის შედით: Settings > General > Accessibility > Guided Access და ჩართეთ სურათზე ნაჩვენები ორი ღილაკი.
ამის მერე თქვენ შეგეძლებათ გააქტიუროთ ეს ფუქნცია კონკრეტული აპლიკაციისათვის, მაგალითისათვის ავიღოთ ბრაუზერი Safari. გახსენით ბრაუზერი და სამჯერ დააჭირეთ Home ღილაკზე. აპლიკაციის ფანაჯარა შემცირდება და ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება ღილაკი Start. დააჭირეთ მასზე და ორჯერ შეიყვანეთ 4-სიმბოლიანი პაროლი. „მართვადი წვდომის“ რეჟიმი ჩაირთვება და მომხმარებელი მხოლოდ ამ აპლიაკციით შეძლებს სარგებლობას. მეტიც, თქვენ ასე მართულ აპლიკაციაში ასევე შეგიძლიათ კიდევ დამატებითი შეზღუდვები ჩართოთ, ამისათვის ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოიყენეთ ღილაკი Options. „მართვადი წვდომის“ გამორთვა Home ღილაკზე კვლავ სამჯერ დაჭერით და პაროლის შეტანით შეიძლება.
ამიერიდან, თქვენ უშიშრად შეგიძლიათ გადასცეთ თქვენი მოწყობილობა სხვა ადამიანებს და არ იდარდოთ, რომ ისინი რაიმეს „ამოგიჩიჩქნიან“ 😉