სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჟონავს სამომავლო აიფონის მოანცემებზე. ამჯერად ქსელში სმარტოფონის შიდა კომპონენტების სქემატური გამოსახულება გავრცელდა.
როგორც ჩანს, შიდა გაუმჯობესებები შესაძლოა რეალური აღმოჩნდეს. კორპუსის მოცულობის დი ნაწილს აკუმლატორი იკავებს. გვატყობინებენ, რომ ოს ორი ნაწილისგან შედგება, რასაც ნათლად ვხედავთ სქემაზე (ყვითელი და ფორთოხლისფერი).
ქვედა ნაწილში განთავსებულია Taptic Engine-ის ხაზური გადაადგილების ძრავი, 3D Touch, უსადენო დატენვის სენსორი, თითის ანაბეჭდების სენსორი (იასამნისფერი). სულ ქვემოთ ორი სპიკერი და არა ერთი, როგორც აქამდე.
ასევე შემჩნეულია 3D კამერის მოდული და True Tone ტექნოლგია, როგორც iPad Pro 9,7″-ში. დანარჩენი კლასიკურად — LTE, Wi-Fi მოდულები და ა.შ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ახალი აიფონის კორპუსი შუშის იქნება.