ლინკოლნის, ლანკასტერის და ჰარტფორშიდის უნივერსიტეტების საერთო კვლევამ აჩვენა ფსიქოლოგიური სხვაობა iPhone და Android მომხმარებლებს შორის.
გამოკითხვა 500 მომხმარებელს შორის ჩატარდა. თითოეულ მათგანს სთხოვეს მოეყოლათ საკუთარ თავზე და დამოკიდებულებაზე საკუთარ სმარტფონთან.
შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ქალები აიფონით ორჯერ უფრო მეტნი არიან, ვიდრე ანდროიდით. ამის გარდა, აიფონის მომხმარებლები უფრო ხშირად განიხილავენ სმარტფონს როგორც სტატუსის მატარებელ ნივთს. მიუხედავად ამისა, მათ არ გააჩნიათ ისეთი ძლიერი სურვილი იყიდონ გაჯეტები, როგორც ეს სურთ ანდროიდის მომხმარებლებს. ამის გარდა აღნიშნულია, რომ აიფონის მომხმარებლების უმრავლესობა — ექსტროვერტია.
ანდროიდის მომხმარებლები პირიქით, უფრო მეტად ხანდაზმული მამაკაცები არიან. ისინი ნაკლებად ფიქრობენ თავის სოციალურ სტატუსზე. მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ აიფონის მომხმარებლები ნაკლებად პატიოსანი და სასაიმოვნო ადამიანები არიან, ვიდრე მწვანე რობოტის მოყვარულები.
წყარო: MNT