ყველა ელოდა ინფორმაციის გაჟონვას ახალ iPhone-თან დაკავშირებით, ზოგჯერ ეს ინფორმაცია ყალბიც აღმოჩნდება ხოლმე და ასეთ მოლოდინებში არიან მომხმარებლები. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასპირანტი, Detszyana Zeng, რომელიც მუშაობდა Pegatron-ში 6 კვირის განმავლობაში გვეუბნება, რომ მუშებს პრაქტიკულად შანსი არა აქვთ გადაიღონ სურათი, ან მოიპოვონ რაიმე ინფორმაცია. მათი ყველა მოძრაობა კონტროლდება და ისინი ექვემდებარებიან საკმაოდ მძიმე ზედამხედველობას უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან.
[მათ] ატოვებინებენ შესვლამდე ყველანაირ ლითონის მოწყობილობას და ყოველდღიურად აცმევენ სხვადასხვა ტანსაცმელს. ყოველი ფეხის ნაბიჯზე აყენია ლითონის დეტექტორები, რომელშიც კონტროლის გავლა აუცილებელია. გადამოწმება ხდებოდა ინტენსიურად. ასეთი კონტროლი არ ყოფილა არცერთ წინა მორბედ iPhone-ზე — ამბობს Zeng-ი.