ცოტა ხნის წინ, Apple-მა წარმოგვიდგინა 2017 წლის მეორე ფისკალური კვარტლის შედეგები. ამის შემდეგ Tim Cook ესაუბრა ინვესტორებს და პასუსები გასცა მათ შეკითხვებს. დღეს ყველა განიხილავდა iPhone-ის გაყიდვების პატარა ვარდნას, მაგრამ ტიმმა ბევრად საინტერესო ფაქტებზე ისაუბრა. მოკლედ ჩვენ მოვახდინე ყველაზე საინტერესო საქმის, ფაქტების, იდენტიფიცირება. ამაზე თავად მეორე ფისკალური კვარტლის შედეგი მიგვანიშნებს.
- კომპანიას გააჩნია 256.8 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული;
- კომპანიის კაპიტალი, ნებისმიერ დროს შეადგენს 50 მილიარდ დოლარს;
- Apple Store-ის შემოსავალი გაიზარდა 40%-ით წინა წელთან შედარებით;
- გაყიდული iPhone-ების საშუალო ღირებულება მეორე კვარტალში შეადგენს 655 დოლარს. გასულ წელს 642 დოლარი იყო;
- 96% კმაყოფილია iPhone 7-ით, ხოლო 98% კმაყოფილია iPhone 7 Plus-ით;
- Apple Watch-სა და AirPods-ზე მოთხოვნა მაღალია და Apple მიწოდებას ვერ ასწრებს;
- კვლევის თანახმად 98% კმაყოფილია თავისი AirPods-ით;
- Apple Store-ებში ვიზიტების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა;
- მსოფლიოს მაშტაბით არსებობს 495 Apple Store;
- ბაზრის 81 პროცენტი, Apple-ის iPad-ს უჭირავს. რომელიც 200 დოლარით ძვირია სხვა ტაბლეტებზე;
- მომხმარებლების 100% კმაყოფილია 12.9 დუიმიანი iPad-ით.