მიუხედავად იმისა, რომ iPhone 7-მა მიიღო წყლისგან დაცვის ფუქნცია, ეს საკმარისი არ არის. სიტუაცია შეიცვლება ახალი მოდელის გამოსვლასთან ერთად.
ამ დღეებში აშშ-ს პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ბიურომ გამოაქვეყნა Apple-ის პატენტი ტექნოლოგიაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება წყლის გამოდევნა ბგერის საშუალებით. „Hydrophobic Mesh Cover“-ის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ აკუსტიკურ ნახვრეტებში (სპიკერები და მიკროფონები) მოწყობილობას ჰქონდეს ჰიდროფობური თვისება სპეციალური ხმოვანი რხევების წყალობით.
კუპერტინო გვთავაზობს გამოვიყენოთ სპეციალური სიხშირეები, რომლებიც გამოდევნიან წყალს iPhone-იდან, ისევე როგორც ეს ხდება Apple Watch-ში. ამისათვის საატში სპეციალური მექანიზმი აყენია.