გასულ კვირას Windows-ის პრეზენტაციაზე, ახალი სისტემა გააცნეს მის მომხმარებლებს, სახელწოდებით – Windows 10 S. ახალი სისტემის ერთერთი ახალი თვისები არის ის რომ მის მომხმარებლებს შეეძლებათ მხოლოდ Windows Store-დან პროგრამების გადმოწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ შეეძლებათ iTunes-ის Apple.com-დან ჩამოტვირთვა და ასევე არც Google Chrome-ის ჩამოტვირთვა გუგლის ოფიციალური საიტიდან.
ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი სისტემის მომხმარებლებს Windows 10S-ის გამო ძალიან მოიწყენენ? ეს ასე არ არის! ცოტა ხნის წინ Microsoft Build კონფერენციაზე გამოაცხადეს, რომ Apple მუშაობს Windows Store-ში iTunes-ის დამატებაზე. ასევე მათ ექნებათ საშუალება გაწევრიანდენ Apple Music-ის სივრცეში და სინქრონიზაცია გაუკეთონ თავიანთ iPhone-დან. და Apple-ის სხვა მოწყობილობებიდანაც.
Apple-ს უყვარს საჩუქრების გაკეთება, Apple არ დაუშვებდა იმ ადამინების დისკომფორტს ვინც Apple-ის სერვისებს იყენებს.