დიდი ხანი ძნელი გასაგები იყო, შეძლო თუ არა ეფლმა თითის ანაბეჭდის სკანერის ჩამონტაჟება ეკრანში. შესაბამისად გაუგებარი იყო, თუ სად განთავსდებოდა Touch ID მომავალ მოდელში. დღეს ყველაფერს ნათელი მოეფინა.
აშშ-ს საპატენტო ბიურომ გამოაქვეყნა კუპერტინოს პატენტი. მასში აღწრილია თითის ანაბეჭდის სენსორის ეკრანში განთავსების ტექნოლოგია.
განაცხადიდან ირკვევა, რომ ბიომეტრიულ ფენასა და გამჭვირვალე მინას შორის განთავსებულია მრავალი გადართვადი არე. სისტემა თვითონ განსაზღვრავს, როდის არის სჭირო ამათუიმ ფენის გამოყენება.
საპატენტო განაცხადში აღნიშნულია, რომ ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება iPhone, iPad და MacBook-ში.
წყარო: PatentlyApple