Apple შესაძლოა არ შემოიფარგლოს საიპერაციო სისტემების ახალი ვერსიების წარმოდგენით WWDC 2017-ზე. ჩვენ ასევე ვიხილავთ განახლებულ MacBook-ს. ამის შესახებ გვატყობინებს Bloomberg, საიმედი წყაროებზე დაყრდნობით.
Apple გეგმავს წარმოადგინოს სამი ახალი პორტატული კომპიუტერი. MacBook Pro მიიღებს ახალ და სწრაფ Kaby Lake პროცესორებს. Apple აგრეთვე მუშაობს ახალ, 12 დუიმიან MacBook-ზე. ასევე იგეგმება 13 დუიმიანი MacBook Air-ის განახლებაც.
ეს პირველი ჭორი არ არის, რომელიც კომპანიის პორტატულ კომპიუტერებს ეხება. ამ წლის იანვარში ასევე მოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ Apple ამზადებს მსხვილ განახლებას Intel Kaby Lake-ის ბაზაზე.
როგორც ცნობილია, მსგავს გლობალურ განახლებას Apple ჯერ კიდევ 2016 წელს გეგმავდა, მაგრამ Intel-მა დროულად ვერ უზრუნველყო მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდება.