თქვენ თუ იმ ადამიანების რიცხვში შედიხართ ვინც ბოლო პერიოდში ახალი Ford-ის ავტომობილი შეიძინა, მაშინ ჩვენ გვინდა გახაროთ და გითხრათ, რომ თქვენ შეგიძლიათ თავად დააყენოთ CarPlay თქვენს ავტომობილზე. აშშ-ს ავტომწარმოებელმა კომპანია Ford-მა განაცხადა, რომ გაავრცელა ყველა ახალ მოდელზე პროგრამული განახლება და აღჭურვა მთელი სპექტრი CarPlay-ს მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ CarPlay-ს გამოყენება შესაძლებელია უკვე iPhone 5-დან ზევით, მინიმუმ iOS 7.1 იქნება ამისთვის საჭირო. დასაყენებლად თქვენ ჩამოტვირთოთ დისკზე WiFi-თ ან USB-ით დისკზე საჭირო ფაილები Ford-ის ოფიციალური საიტიდან და შემდეგ დააყენოთ ის მანქანაში.
CarPlay-ის ტექნოლოგია მუდამ, ახალ მოდელებში, უკვე 2017 წლიდან იქნება ყველა მანქანაში, ეს მოიცავს დაახლოებით 800 000 მანქანას. ვისაც უკვე გყავთ 2016 წელს შეძენილი ახალი Ford-ის მოდელი, მაშინ კიდევ ერთხელ გილოცავთ და გირჩევთ, რომ დროულად მოახდინოთ CarPlay-ს დაყენება!