WWDC 2017-ის დაწყებამდე სულ 5 საათი რჩება. დღეს ჩვენ ვიხილავთ iOS 11-ს. და თუ წყარო სიმართლეს გვეუბნება, საოპერაციო სისტემის მომავალ ვერსიაში გაფართოებული იქნება ფაილებთან მუშაობა.
უცაბედად App Store-ში გამოჩნდა ახალი აპლიკაცია, Files.app, მაგრამ მას არა აქვს არც აღწერილობა, არც ეკრანული სურათები. ერთადერთი, რაც ცნობილია — ის მუშაობს iOS 11-ზე და ხელმისაწვდომია აიპედისათვის, ხოლო დეველოპერი თვითონ Apple-ია. შესაძლოა, პროგრამა ინტეგრირებული იქნება iOS 11-ში.
ჩვენი აზრით, ეს Finder-ის მსგავსი პროგრამა უნდა იყოს, ოღონდ მობილური საოპერაციო სისტემისათვის. ასევე არის მოსაზრება, რომ აღნიშნული აპლიკაცია სრულ წვდომას არ მოგცემს ფაილურ სისტემაზე — მხოლოდ პირად ფაილებზე.
თუ რას აკეთებს ეს პროგრამა, ან საერთოდ არსებობს თუ არა ის ბუნებაში, ჩვენ დღეს შევიტყობთ!